ყველას გინახავთ, ალბათ, მკითხავი ბოშა ქალი ქუჩაში, თავს რომ არ განებებს, მოგდევს და გეძახის: „მოდი, ლამაზო, გითხრა შენი ბედი!“ ზოგი გაურბის, ზოგი ეჭვის თვალით უყურებს, ზოგიც შეფიქრიანებული და შეშინებული უსმენს…
მაინც რა ძალა აქვს ბოშათა წინასწარმეტყველებას, მათ სიტყვასა და მზერას? რატომაა მათი პროგნოზი ასეთი ძლიერი? – ამ ყველაფერზე პასუხს გაგვცემს ეზოთერიკოსი, ქალბატონი მზია ფ.
– „მიმკითხავე, ბოშა და მითხარი, რომ ბედნიერება მელის, უბედურება არ მინდა”, – მხოლოდ ასე თუ მიმართავ მათ, რადგან საოცარი ძალა აქვს ბოშათა წინასწარმეტყველებას, სიტყვასა და მზერას. ამას კი იმით ხსნიან, რომ უძველესი დროიდან ბოშები ყველასგან განცალკევებით, ბანაკებად ცხოვრობდნენ, მხოლოდ თვისტომს ენდობოდნენ და შერეული ქორწინებაც იშვიათობა გახლდათ მათთვის. ცნობისმოყვარე თვალისგან იცავდნენ ყოველდღიურ ცხოვრებასაც და აურაცხელ საიდუმლო ცოდნასა და უნარს. უცნობი და გაუგებარი კი ადამიანს ყოველთვის აშინებს. ამიტომაც აღიქვამენ ბოშა მკითხავს იდუმალებით მოცულ გრძნეულად – გვერდს უვლიან, მათთან დიალოგი აბნევთ, მორცხვობენ და ქუჩის მათხოვრების მსხვერპლი ხდებიან. შეშინებულის მოტყუებას კი რა უნდა?!
– თითქმის ყველა ბოშა ქალი მკითხავია…
– როგორც ამბობენ, მათი ძალა ბუნების სულებშია. ბოშა ქალის წყევლის, ჯადოსა თუ გათვალვის მოხსნა მხოლოდ ისევ ბოშას შეუძლიაო. ნამდვილ ჯადოქარსაც მხოლოდ მათ შორის შეხვდებით, რომელმაც სხვათაგან დაფარული უამრავი საიდუმლო იცის და მრავალი წლით ადრე განჭვრეტს მომავალს. ასეთ გრძნეულთა უმეტესობაც ქალია, რადგან ეს უნარი ძირითადად ქალის ხაზით გადაეცემა. ლეგენდის თანახმად, ძლიერი ჯადოქარი ბოშისა და წყლის ან ჰაერის სულთა ნაყოფია, რაც ახალშობილის სხეულზე სპეციფიკური ნიშნით აისახება. ასეთი ნიშნით დაბადებულს კი, სპეციალური პრაქტიკოსი მაგი წვრთნის და გოგონაც ადრეული ასაკიდანვე შთანთქავს „მასწავლებლის“ ყოველ ცოდნასა და საიდუმლოს. სკოლაში არ დადიან, მაგრამ პატარაობიდანვე იციან: ჯადოს გაკეთება თუ მოხსნა, კონტაქტი ბუნების სულებთან, ადამიანის აურის მიხედვით, მისი მდგომარეობის დადგენა, ფლობენ ჰიპნოზის ტექნიკას, ესმით ბალახების და მათგან სხვადასხვა ნაყენსა და წამალს ამზადებენ, მათი საშუალებით კი კურნავენ ნებისმიერ დაავადებას და, რა თქმა უნდა, მკითხაობენ, როგორც ბანქოს გაშლით, ასევე ხელის გულზე. რადგან ბოშა მამაკაცებს მუშაობა ეკრძალებათ, ბანაკში მთავარი მარჩენალი ქალები არიან და ისინიც ფულს იმით შოულობენ, რაც იციან, ანუ მკითხაობითა და მაგიური რიტუალებით – საუბრობენ წარსულზე, სიყვარულზე, ქორწინებასა და ჯანმრთელობაზე, წინასწარმეტყველებენ მომავალს, მოიზიდავენ ფინანსებს, ხსნიან ჯადოს… სრულად