პარასკევი, მაისი 8, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებარას ნიშნავს „მოძღვრად მარხვისა“? როგორც იცით, მარხვაში არ იგულისხმება მხოლოდ საჭმლისგან თავშეკავება....

რას ნიშნავს „მოძღვრად მარხვისა“? როგორც იცით, მარხვაში არ იგულისხმება მხოლოდ საჭმლისგან თავშეკავება. მაშ, რისგან თავშეკავებას გვასწავლის წმინდა ნიკოლოზი?

ვნებებთან ბრძოლის გზა – ეს არის ერთადერთი გზა მიმყვანებელი ნეტარებასთან… ეს გვანიჭებს სიხარულს. ქრისტიანობამ მოიტანა ნამდვილი სიხარული დედამიწაზე და მუდამ ვევედრებით უფალს, მოგვცეს ეს ნეტარება და სიხარული, რომ მივაღწიოთ ამას… ეს არის ჩვენი გამოსწორებისა და საღვთო ბუნებასთან თანაზიარების სიხარული, – განაცხადა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, შიომ (მუჯირი) ნიკოლოზობის დღესასწაულზე ქადაგებისას.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ ნიკოლოზობის დღესასწაულს; გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევას.

„კანონად სარწმუნოებისა, ხატად სიმშვიდისა, მოძღვრად მარხვისა გყო შენ ქრისტემან ჭეშმარიტებით, სამწყსოსა შენისათვის“, – უგალობს წმინდა ეკლესია წმინდა ნიკოლოზს დღესასწაულის ტროპარში.

რას ნიშნავს „მოძღვრად მარხვისა“? როგორც იცით, მარხვაში არ იგულისხმება მხოლოდ საჭმლისგან თავშეკავება. მაშ, რისგან თავშეკავებას გვასწავლის წმინდა ნიკოლოზი?

ამ ცხოვრებაში არის ბევრი ამქვეყნიური სიკეთე. ნუთუ ამ ყოველივე სიკეთესა და სიამოვნებაზე უარის თქმა მოგვეთხოვება? თუნდაც იმაზე, რასაც ქმნის კაცობრიობის კულტურა, ცივილიზაცია? ნუთუ მოგვეთხოვება სიხარულზე უარის თქმა? – ასე ფიქრობს ბევრი, – იმიტომ, რომ ამ სიკეთეებს ხომ სიხარული მოაქვთ და თუ ეკლესია ამას ითხოვს, მაშინ რაღა სიხარული დარჩება ჩვენს ცხოვრებაში? – ასე ამბობს ბევრი ადამიანი. მაგრამ, რა თქმა უნდა, არა. სწორედაც, პირიქით, უფალს სურს, რომ მუდამ გახარებული ვიყოთ. არათუ უარი ვთქვათ სიხარულზე, არამედ სულ გახარებული ვიყოთ.

მაგრამ რომელ, როგორ სიხარულზეა საუბარი? – აი, ეს არის საკითხავი.

ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ სამყაროში, სადაც ბატონობს ხორციელი სიამოვნება და ხორცის მსახურება. ეს თითქმის ყველაფერში ასეა. ადამიანთა შორის უმრავლესობა ასეა. მთავარი მიზანი ცხოვრებისა, მიზანი სიხარულისა ესაა – ხორცის მსახურება და სიამოვნება.

თქვენ იცით, რომ ღმერთმა შექმნა ჩვენი სხეულიც და ხორციც, მაგრამ ადამიანები ამას ძალიან ცუდად იყენებენ. იმისთვის არ შექმნილა ხორცი, რომ მას ვემსახუროთ, ჩვენ კი ვნებებში ვცხოვრობთ და ამ ვნებების მეშვეობით ვემსახურებით ამ ხორციელ მხარეს ჩვენი ბუნებისა. ქრისტიანულ ასკეტიკაში ამ ხორცის ცნებაში არ შედის მხოლოდ ფიზიკური სხეული, არამედ სულის ვნებებიც, რომლებიც არის ჩვენი დაცემული ბუნების გამოვლინება. ქრისტიანობა გვასწავლის ამ ვნებებისგან თავის შეკავებას, მათთან ბრძოლას, რომ არ ვაქციოთ ვნებები იმ კერპებად, რომელთაც შემდეგ მთელი ცხოვრება ემსახურება ადამიანი.

  75-მილიონიანი პროექტი 2.8 მილიონად გაიყიდა — რიყის დოქების ახალი მფლობელი ცნობილია

რა ვნებებია ეს? ზოგისთვის ეს არის ალკოჰოლის ან ნარკოტიკული საშუალებებისადმი ვნება, ზოგისთვის – ნაყროვანება, სიძვა, ვიღაცისთვის ეს არის ფულის სიყვარული, თანამდებობის, უფროსობის, ვიღაცისთვის – მრისხანება, განკითხვა, გაღიზიანება. ასეთი ადამიანი ვერ იკავებს თავს, რომ ცუდი არ თქვას, არ განიკითხოს ის, ვინც მას არ მოსწონს. არის ვნება ქედმაღლობისა. ძალიან ბევრია ეს ვნებები. მათი დაკმაყოფილების მეშვეობით ჩვენ ვემსახურებით ამ ხორციელ მხარეს, ჩვენ დაცემულ ბუნებას. ჭეშმარიტი ბედნიერება კი, ვიმეორებ, არის ვნებებთან ბრძოლაში. აი, აქედან მოდის ნამდვილი სიხარული.

ეს ბრძოლა, ძვირფასო ძმებო და დებო, იწყება ალბათ ყველაზე ვერაგ მტერთან და ვნებასთან – ხორციელ გულისთქმასთან ჭიდილით. ეს არის სიძვის ვნება, რომელიც ადამიანს ანგრევს, ცხოვრებაში შემოაქვს უამრავი სიმწარე, უბედურება და სიცარიელე. წმინდა მამები გვასწავლიან, რომ ეს სიძვის ვნება ყველაზე მეტად შეურაცხყოფს ადამიანის მაღალ ღირსებას.

ამრიგად, ვნებებთან ბრძოლის გზა – ეს არის ერთადერთი გზა მიმყვანებელი ნეტარებასთან, რაც არის ჩვენი სულიერი ცხოვრების მიზანი, რაც იწყება ამ ცხოვრებაშიც და გრძელდება მარადისობაშიც. ყოველდღიურ ლოცვებში ვამბობთ, რომ უფალმა გვაზიაროს მის „საღვთო დიდებას“, ეს „საღვთო დიდება“ არის სწორედ საღვთო ნეტარება.

ამრიგად, ძვირფასო ძმებო და დებო, არ უნდა შეგვეშინდეს ვნებებთან ბრძოლის და არ გვეგონოს, რომ ეს გვართმევს სიხარულს, როგორც ბევრს ჰგონია; არამედ, პირიქით, ეს გვანიჭებს სიხარულს. ქრისტიანობამ მოიტანა ნამდვილი სიხარული დედამიწაზე და ჩვენ მუდამ ვევედრებით უფალს, მოგვცეს ეს ნეტარება და სიხარული, რომ მივაღწიოთ ამას.

რა სიხარულია ეს? ეს არის ჩვენი გამოსწორებისა და საღვთო ბუნებასთან თანაზიარების სიხარული. ჩვენ ვევედრებით უფალს, რომ ეს მოვიპოვოთ და შევინარჩუნოთ.

აი, ძვირფასო ძმებო და დებო, როგორ თავშეკავებას გვასწავლის წმინდა ნიკოლოზი. დაე, მისი ლოცვით ღმერთმა მოგვცეს ძალა, რომ ვისწრაფოთ ამ სიხარულისა და ნეტარებისკენ; რომ გავიგოთ, რა არის ნამდვილი თავშეკავება და მარხვა; რომ ქრისტიანულად ისე ვიცხოვროთ, ყოველთვის გვქონდეს ეს სიხარული აქაც და საუკუნო ცხოვრებაშიც.

  რა ღირს ქართული ლოკოკინა - ერთი ადამიანის მიერ თვეში შეგროვებული ლოკოკინების რაოდენობა საშუალოდ 150–200 კილოგრამს აღწევს

კიდევ ერთხელ გილოცავთ ნიკოლოზობის დღესასწაულს. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, გაგაძლიეროთ. წმინდა ნიკოლოზ მირონ-ლუკიის მთავარეპისკოპოსის და საკვირველთმოქმედის ლოცვით, ღმერთმა გაახაროს, გააძლიეროს და გაამთლიანოს სრულიად საქართველო. ამინ“, – განაცხადა მეუფემ.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.