ვერძი
1) მოსაწყენი, მონოტონური და, მით უმეტეს, პრიმიტიული, ინტელექტუალური აზროვნება, შემოქმედებითობას მოკლებული საქმიანობა, რომლის გაკეთებასაც ბავშვიც კი შეძლებდა.
2) მკაცრად განსაზღვრული გრაფიკით მუშაობის აუცილებლობა.
3) მისი მისამართით გამოთქმული კრიტიკა, დადანაშაულება და შეურაცხყოფა, განსაკუთრებით, უცხო ადამიანების თანდასწრებით.
4) მისი მონდომება, წარმატებები და თავად ის რომ რჩება შეუმჩნეველი და დაუფასებელი;
5) როცა მის მიერ გაკეთებულ სამუშაოზე შექებასა და აღიარებას სხვები იღებენ.
6) გამუდმებული მითითებები, რჩევები, მზრუნველობა და კონტროლი.
7) ადამიანების (განსაკუთრებით მათი, ვისთან ერთადაც ცხოვრობს ან მუშაობს) სიზარმაცე, პასიურობა, სისუსტე, არაპუნქტუალურობა, სიყალბე და სიეშმაკე;
8) როცა მისი თანდასწრებით აღფრთოვანდებიან ვინმე სხვით, აქებენ და ადიდებენ მას;
9) რთული ხასიათის მქონე, კომპლექსებიან და ზედმეტად ემოციურ ადამიანებთან ურთიერთობა;
10) საშინაო საქმეები და საზრუნავი, ჩაკეტილი ცხოვრების წესი.
კურო
1) სწრაფად და ენერგიულად მუშაობის, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ მიღებისა და იდეების ფრქვევის აუცილებლობა;
2) ჩამოუყალიბებლობა, მოულოდნელობა, მუდმივი ცვლილებები და სიახლეები შინ და სამსახურში.
3) იმის კეთების აუცილებლობა, რაც არ მოსწონს და მით უმეტეს, არ იღებს შესაფერის ანაზღაურებას.
4) ფინანსური არასტაბილურობა, ფულთან დაკავშირებული სირთულეები.
5) როცა მის მოთმინებას სცდიან და მისგან სულელის გამოყვანას ცდილობენ.
6) სხვა ადამიანების უპასუხისმგებლობა, არასაიმედოობა, უზრდელობა, სიზარმაცე, ზედმეტი ლაპარაკი, ექსცენტრიკულობა.
7) სტუმრად და სხვადასხვა წვეულებაზე სიარულის, სტუმრების მიღების აუცილებლობა.
8) ყოფითი მოუწყობლობა, არაესთეტიკურობა, არეულობა სახლსა და სამუშაო ადგილას.
9) ფულის ფლანგვა, მისგან ვალის აღება, სესხი;
10) როცა სხვა ადამიანებს აქვთ პრეტენზია მის საკუთრებაზე, არა მარტო პირად ნივთებსა და ქონებაზე, არამედ მის ახლობლებზეც.
ტყუპი
1) სამუშაოს მკაცრი გრაფიკი და ტოტალური კონტროლი;
2) რუტინული სამუშაო, რომელიც დიდ ყურადღებასა და კონცენტრირებას მოითხოვს;
3) ერთფეროვნება, აზროვნებისა და ქმედების სტერეოტიპები, ტრადიციები სამსახურსა და სახლში.
4) მოსაწყენი, უინიციატივო, პესიმისტი ადამიანები.
5) წესების, ტრადიციებისადმი მორჩილება.
6) ყოველდღიური საშინაო საქმეების კეთების აუცილებლობა.
7) როცა ზღუდავენ ურთიერთობისას და საკუთარი აზრის ზეპირად თუ წერილობით გამოხატვის საშუალებას არ აძლევენ.
8) საკუთარ ქმედებებზე, სკანდალებზე პასუხისგება.
9) მისი ყოფნის აუტანლობა გარკვეულ საზოგადოებაში.
10) როცა გარშემომყოფები სერიოზულად არ აღიქვამენ მას და არანორმალურად თვლიან.
კირჩხიბი
1) მისი კვალიფიკაციის, მონდომებისა და პასუხისმგებლობისთვის შეუფერებელი ანაზღაურება.
2) ადამიანების უცერემონიობა, უხეშობა, ორპირობა, მედიდურობა.
3) ფულთან დაკავშირებული პრობლემები, მისი უკმარისობა, ასევე გაუთვალისწინებელი ხარჯები.
4) მისი ხასიათის, უარყოფითი მხარეების, ჩვევებისა და ცხოვრების წესის კრიტიკა.
5) მისი ოჯახის, მშობლების, შვილების მიმართ უპატივცემულო მოპყრობა.
6) მისი გრძნობების, განცდების, შიშებისა და ხასიათის უგულებელყოფა.
7) გაუთავებელი წვეულებები, საღამოები და სტუმრობები, ყურადღების ცენტრში ყოფნა და აქტიურობისა და ინიციატივის საკუთარ თავზე აღების აუცილებლობა.
8) ადამიანები, რომლებსაც არ უყვართ ბავშვები, ბუნება და არ ისწრაფვიან ოჯახის შესაქმნელად.
9) როცა აჩქარებენ და აიძულებენ, იყვნენ ჰიპერაქტიურები.
10) მივლინებები, მოგზაურობა და საცხოვრებელი ადგილის შეცვლა.
ლომი
1) ვინმეზე დამორჩილება, სხვისი რჩევები და მითითებები.
2) სამუშაო ადგილას და სახლში მოსაწყენი, ერთფეროვანი გარემო, ძველი ავეჯი, ტექნიკა, გაურემონტებელი ოთახები.
3) მისი იდეების, მიღწევების სხვის მიერ მითვისება.
4) გადაუწყვეტელი, არაშემოქმედებითი, ჩაკეტილი, ზედმეტად სერიოზული, მოსაწყენი, ასევე ძალიან ჭკვიანი, ორიგინალური, დამოუკიდებელი ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ კონკურენცია გაუწიონ მას.
5) მისი მოთხოვნების, სურვილების, შემოქმედებისა და დამოუკიდებლობის შეზღუდვა.
6) მის გარემოცვაში მყოფი მოუვლელი, გაუნათლებელი, პრიმიტიული ადამიანები, რომლებიც, მისი აზრით, რეპუტაციას ულახავენ.
7) მისი თანდასწრებით სხვების ქება და სხვებთან მისი შედარება.
8) სახლში ჯდომა, მოკრძალებული და მოსაწყენი ცხოვრების წესი, გართობასა და სიამოვნებებზე უარის თქმის აუცილებლობა.
9) იმის საშუალების არქონა, გამოამჟღავნოს საკუთარი თავი; ასევე, ეცვას მდიდრულად და ზოგადად, იცხოვროს კომფორტულად.
10) ადამიანები, რომლებსაც არ შეუძლიათ საჭმლის მომზადება და არ უყვართ სახლის დალაგება.
ქალწული
1) მის მიერ შესრულებული სამუშაოს, როგორც მორალურად, ასევე მატერიალურად დაუფასებლობა.
2) არასტაბილური შემოსავალი, გაუმართლებელი და ზედმეტი ხარჯები.
3) ადამიანების არაორგინიზებულობა, სიზარმაცე, არასაიმედოობა, სუსტი ნებისყოფა, უპასუხისმგებლობა, ზედაპირულობა.
4) ნაგავი, აქეთ-იქით მიყრილი ნივთები, გაურეცხავი ჭურჭელი და სხვა… ერთი სიტყვით, ქაოსი და მოუწესრიგებლობა.
5) მისი მისამართით გამოთქმული კრიტიკა და შენიშვნები.
6) ხმაურში, დიდ კოლექტივსა და სიჩქარეში მუშაობის აუცილებლობა.
7) სხვისი აზრის თავს მოხვევა, სითბოს, ვნების გამოხატვის, ასევე ფულის ხარჯვის მოთხოვნა.
8) მოუწესრიგებელი, უგემოვნო ჩაცმულობა, ვარცხნილობა და მაკიაჟი.
9) მისი გეგმებისა და დღის რეჟიმის დარღვევა.
10) მისი აზრის უგულებელყოფა, განსაკუთრებით ისეთის, რომელიც სამუშაოს, დისციპლინასა და ჯანმრთელობას ეხება.
სასწორი
1) მის წინაშე ხმის აწევა, მისი მისამართით გამოთქმული კრიტიკა, დადანაშაულება, ეჭვიანობის სცენის, ისტერიკისა და სკანდალების გამართვა.
2) ისეთ ადგილებში ყოფნის აუცილებლობა, სადაც გამუდმებული კონფლიქტებია, ხდება ურთიერთობის გარკვევა, იზღუდება უფლებები და თავისუფლება.
3) არჩევანის გაკეთების აუცილებლობა, მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული გადაწყვეტილებების მიღება და მასზე პასუხისმგებლობის აღება, ლიდერად ყოფნა.
4) ადამიანების მოუწესრიგებლობა, უზრდელობა, მანერების უქონლობა, უტვინობა, გემოვნების არქონა.
5) ყოფითი საქმეების კეთებისა და პრობლემების გადაწყვეტის აუცილებლობა.
6) უინტერესო, მოსაწყენ, “უღირს” ადამიანებთან ურთიერთობა.
7) როცა არ მოსწონთ მისი გარეგნობა, არ არიან აღფრთოვანებულნი მისით ან საერთოდაც, დასცინიან მას.
8) არეულობა სახლში, არაკომფორტული გარემო სამსახურსა და სახლში.
9) მარტოობაში და სწრაფი ტემპით მუშაობის აუცილებლობა.
10) ცრემლით, ემოციებით, თავის შეცოდებით მასზე ზემოქმედება.
მორიელი
1) მეორეხარისხოვან როლში ყოფნა, ვინმეზე დამოკიდებულება ან დამორჩილება.
2) ადამიანების მცდელობა “შეიჭრნენ მის სულში”, იქექონ მის ცხოვრებასა და საიდუმლოებებში.
3) ადამიანების სიშტერე, წინდაუხედაობა, გულუბრყვილობა, უნებისყოფობა და სიყალბე.
4) მისი გრძნობების შეურაცხყოფა, მისი სისუსტეების განსჯა.
5) გაუთავებელი შეკრებები, ელიტური წვეულებები და საღამოები.
6) მოსაწყენი, ჩამქრალი ფერები ინტერიერსა და სამოსში.
7) ადამიანების მიერ მისთვის წინააღმდეგობის გაწევა, მისი დევნა და გადასწრება.
8) მისთვის აზრის თავს მოხვევის მცდელობა, მასზე კონტროლი და ზრუნვა.
9) როცა ახლობლები, ნათესავები, კოლეგები აკეთებენ რაიმეს ისე, რომ არ ჰკითხავენ მას აზრს.
10) შინ სიმყუდროვისა და წესრიგის დარღვევა.
მშვილდოსანი
1) მისთვის თავისუფლების შეზღუდვა და მისი ქმედებების კონტროლი.
2) ყოველდღიური საშინაო საქმეების კეთება.
3) ადამიანები, რომლებსაც უყვართ სიჩუმე, წესრიგი, სიმშვიდე და რომლებსაც არ უყვართ მოგზაურობა და ურჩევნიათ შინ მარტო ყოფნა.
4) პესიმიზმი, შენელებული ქმედებები, პირფერობა, სიძუნწე, ცუდი განწყობა და ბუზღუნი.
5) საჭმლის კეთების არცოდნა, არეული სახლი და მოუწესრიგებელი გარეგნობა.
6) მისი ხასიათის, ჰობის მისამართით გამოთქმული პრეტენზიები (განსაკუთრებით, მისი არაკეთილსინდისიერებაში დადანაშაულება).
7) მის ხელგაშლილობასა და მფლანგველობაზე ხაზგასმა;
8) პატარა შენობაში, მარტოობაში, მკაცრად განსაზღვრული დროით მუშაობა, ერთფეროვანი და უპერსპექტივო საქმე.
9) ადამიანები, რომლებსაც არ უყვართ ცხოველები და ბუნება.
10) მისი ფასეულობების დაცინვა, მისი აზრებისა და მიზნების უგულებელყოფა.
თხის რქა
1) ზედმეტად იოლი საქმის მისთვის დავალება, მისი შესაძლებლობის არასათანადოდ შეფასება.
2) მოკრძალებულად, ეკონომიურად ცხოვრების აუცილებლობა. ასევე, ნათესავები და კოლეგები ფინანსური პრობლემებით.
3) საცხოვრებელი და სამუშაო ადგილის ხშირი შეცვლა, მივლინებები, მოგზაურობები.
4) მის ოჯახზე, სახლსა და ჰობიზე ცუდი გამოხმაურება.
5) ადამიანების არასაიმედოობა, ხასიათის სიმსუბუქე, მოურჯულებელი ხასიათი, გაუზრდელობა, აგრესიულობა…
6) ადამიანების ექსცენტრიკული ქცევა, თვალშისაცემი ჩაცმულობა და მაკიაჟი, უცნაური ვარცხნილობები.
7) სახლის საქმეების კეთების უცოდინრობა და ფულის ფლანგვა.
8) ჭორაობა, ფილოსოფოსობა, არაპრაქტიკული, დაუფიქრებელი ქცევა.
9) მისი სიძუნწეში, გადაუწყვეტელობაში, კონსერვატორულობასა და სამუშაოზე ჩაციკვლაში დადანაშაულება.
10) სიტყვით გამოსვლის აუცილებლობა და ასე თუ ისე სხვისი ყურადღების ცენტრში ყოფნის აუცილებლობა.
მერწყული
1) მისი მეოცნებე ხასიათის, არაპრაქტიკულობის და იდეალების კრიტიკა.
2) სამუშაო პატარა კაბინეტით, მკაცრად განსაზღვრული დროით, მოსაწყენი და ერთფეროვანი საქმით.
3) გადაწყვეტილების მიღების, მითითებების მიცემისა და საზოგადოების წინაშე სიტყვით გამოსვლის აუცილებლობა.
4) არაკეთილსინდისიერება, კონსერვატიზმი, სიზარმაცე, სტერეოტიპები და დადგენილი წესები.
5) სტანდარტულობა, ერთფეროვნება ინტერიერში, ჩაცმულობაში, ვარცხნილობასა და ქცევებში.
6) მოსაწყენი ცხოვრების წესი, საშინაო საქმეები.
7) მისი მეგობრების იგნორირება, მისი შეხედულებებისა და იდეების უგულებელყოფა.
8) სკანდალები, ურთიერთობის გარკვევა.
9) მისთვის რომანტიკის, ვნების, ერთგულების, მომავალი ოჯახური გეგმების დაწყობის მოთხოვნა, სხვისი ცხოვრების წესისა და მსოფლმხედველობის თავსმოხვევა.
10) გაუთვალისწინებელი და გაუმართლებელი ხარჯები.
თევზები
1) არაშემოქმედებითი და პრაქტიკული სამუშაოს შესრულების აუცილებლობა.
2) მოსაწყენი, მოღუშული ატმოსფერო, როგორც სამსახურში, ასევე სახლში.
3) შენიშვნები და მის მიმართ გამოთქმული უკმაყოფილება.
4) მისი სისუსტეში, ფულის შოვნისა და ხარჯვის უცოდინრობაში, გადაჭარბებულ ემოციურობაში, რეალურობიდან მოწყვეტაში დადანაშაულება.
5) მისგან აქტიურობის, ინიციატივის გამოვლენის, პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღებისა და სწრაფად და გადაწყვეტილად მოქმედების მოთხოვნა.
6) ადამიანების უხეშობა, შეუბრალებლობა, პრიმიტიულობა, სიყალბე, პრაგმატულობა.
7) სხვების მიერ მისი საიდუმლოებების ამოხსნის მცდელობა, მის აზრებსა და გრძნობებში შეჭრის სურვილი.
8) საზოგადო განსჯის საგნად ყოფნა, მისი პერსონის მიმართ გამოხატული ზედმეტი ყურადღება.
9) როცა ახლობლის დახმარებისა და მისთვის თავგანწირვის გულწრფელ სურვილს მოჩვენებითობად უთვლიან.
10) ვინმეს მიერ მისი პიროვნების განვითარების, ექსპერიმენტების კეთების და სხვადასხვა სფეროში საკუთარი ძალების მოსინჯვის მცდელობის ჩაშლა ან შეზღუდვა.
მასალის გამოყენების პირობები