შაბათი, სექტემბერი 6, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიმსოფლიორას გამოხატავს პარიზის ოლიმპიადის ლოგო

რას გამოხატავს პარიზის ოლიმპიადის ლოგო

ოლიმპიადების იდენტობას მათი ლოგოები განსაზღვრავს. ტოკიო 2020-ის ემბლემის ზუსტი გეომეტრია რთულ დროებას შეესაბამებოდა. ლონდონი 2012-ის კუთხოვანი ლოგო ურბანული სულით იყო გაჟღენთილი.

პარიზის ოლიმპიადის ორგანიზატორებმა 33-ე ოლიმპიადის სიმბოლო 2019 წელს წარმოადგინეს. გრანდ რექს სინემაში შეკრებილი საზოგადოება ემოციებით შეხვდა ახალ ლოგოს, რომელიც მას მერე პარიზი 2024-ის მთავარ სახედ იქცა.

ლოგოს წრიული ფორმა მედალს განასახიერებს, რომლისთვისაც თითოული სპორტსმენი იბრძვის. წრეში ჩახატულია ჩირაღდნის ცეცხლი, კავშირი ანტიკურ და თანამედროვე ოლიმპიადებს შორის. ბოლო აკორდი ქალის ტუჩებია, რაც ემბლემაში ქალის სახეს აღმოგვაჩენინებს. ეს მარიანას სახეა.
მარიანა ფრანგული რესპუბლიკის სიმბოლოა. მისი დევიზია: თავისუფლება, თანასწორობა, ძმობა. სხვათა შორის, სწორედ ეს სიტყვები აწერია საფრანგეთის გერბს.

თვითონ მარიანა კი უამრავი ხელოვნის შემოქმედების ინსპირაციად იქცა. მათ შორის მხატვარ ეჟენ დელაკრუასი, რომელმაც მარიანას სახე რევოლუციის სიმბოლოდ ეფექტურად გადაიტანა ტილოზე.

1tv.ge

  ევროკავშირმა მადურო ვენესუელის პრეზიდენტად არ აღიარა
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი