ხუთშაბათი, მაისი 15, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებარამდენი ხანი ინახება სააღდგომო კვერცხი - სპეციალისტის განმარტება

რამდენი ხანი ინახება სააღდგომო კვერცხი – სპეციალისტის განმარტება

 სურსათის უვნებლობის სპეციალისტი ირაკლი არაბული აღდგომისთვის შეღებილი კვერცხის შენახვის ვადებზე საუბრობს:

„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენთან აღდგომის კვერცხის შენახვას რიტუალური დანიშნულება აქვს და დიდი ხანი ინახავენ, მოხარშული კვერცხის შენახვა მაცივარში შესაძლებელია მხოლოდ 72 საათის განმავლობაში. ოთახის ტემპერატურაზე კი შეღებილი კვერცხის შენახვა მაქსიმუმ 24 საათის განმავლობაშია შესაძლებელი. ზოგადად კი კვერცხის შენახვის ვადა მაცივარში არის 30 დღე, ხოლო ოთახის ტემპერატურაზე — 20 დღე. ამ შემთხვევაში ისიც საყურადღებოა, რამდენი დღის წარმოებულია კვერცხი, რომელიც შევღებეთ, რადგან ეს განსაზღვრავს შემდგომ ვადებს.

თუკი მაინც მიირთვა ადამიანმა ისეთი კვერცხი, რომლის მოხმარების ვადაც გასულია, მოწამვლის სიმპტომები დამოკიდებულია ადამიანის ორგანიზმზე. შეიძლება ზოგისთვის საერთოდ არ აღმოჩნდეს მომწამვლელი და არ გამოიწვიოს კვებითი მოშხამვა — ან პირიქით. თუმცა მათთვის, ვისაც სუსტი ორგანიზმი ან რაიმე სახის დაავადება აქვს, შესაძლოა ორმაგად საზიანო აღმოჩნდეს. პირველადი სიმპტომები, რომლებიც როგორც ყველა მოშხამვას ახასიათებს, არის დიარეა, ფაღარათი, თავის ტკივილი და ა.შ.“, – ამბობს ირაკლი არაბული.

author avatar
SheniAmbebi.ge
#drpkhakadze
  17 მაისის ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ დაწესება და უქმე დღედ გამოცხადება შესაბამის კანონმდებლობაში აისახება
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი