სამშაბათი, ნოემბერი 18, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარითბილისირამდენი ხანი არ იქნება თბილისში წვიმა - ატმოსფეროში გაზრდილი ნაწილაკების საფრთხე მოსახლეობისთვის

რამდენი ხანი არ იქნება თბილისში წვიმა – ატმოსფეროში გაზრდილი ნაწილაკების საფრთხე მოსახლეობისთვის

თბილისში მიმდინარე კვირის ბოლომდე ატმოსფერული ნალექი მოსალოდნელი არ არის. ამის შესახებ მეტეოროლოგები იუწყებიან.

დედაქალაქში, სადაც ავტომობილების გამონაბოლქვით და სხვადასხვა მშენებლობის გამო ჰაერში მყარი ნაწილაკების რაოდენობა ისედაც ნორმაზე მეტია, უნალექო ამინდი დამატებით საფრთხეებს ქმნის.

წვიმა ან თოვლი ჰაერს ამ მავნე ნაწილაკებისგან ასუფთავებს და ის მიწაზე ილექება. ასეთი ამინდის შედეგად კი, ნაწილაკები ჰაერში რჩება და ის ჩასუნთქვისას ადამიანების ორგანიზმში ხვდება. ზოგიერთი ნაწილაკი ადამიანის თმის ღერის სისქეზე 30-ჯერ მცირეა და არსებობს ამ ნაწილაკების არა მარტო ფილტვებში, არამედ სისხლში მოხვედრის საშიშროებაც.

სპეციალისტები ამბობენ, რომ დასახლებულ პუნქტში, განსაკუთრებით დიდ მეგაპოლისებში, წვიმას და ქარს უდიდესი მნიშვნელობა აქვს, რადგანაც ის ატმოსფერულ ჰაერს ასუფთავებს.

 

მეტი საინტერესო ინფორმაციისთვის ეწვიეთ shenitbilisi.ge-ს.

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #sheniambebi #აქხარისხია

  “საქართველოს უძველესი მარნები” - საქართველოს ტერიტორიაზე არსებული უძველესი მარნები, რომელიც ისტორიულმა წყაროებმა დღემდე შემოინახა
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი