ხუთშაბათი, ივლისი 17, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიFace-ამბები„რამდენი მინახავს შველივით ლამაზი, მერე დააბრეხვებს რაღაცას და სილამაზე ქრება“ – რას...

„რამდენი მინახავს შველივით ლამაზი, მერე დააბრეხვებს რაღაცას და სილამაზე ქრება“ – რას წერს ნუკი კოშკელიშვილი

ტელეწამყვანი და მოდელი ნუკი კოშკელიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც ქალის სილამაზეზე საუბრობს.

,,ქალში ყველაზე ლამაზი რა არის??? მე მგონია რომ ინტელექტი. ოღონდ აი ბარათაშვილის და გალაკტიონის ზეპირი ცოდნა კი არა. უფრო სხვა ინტელექტზე ვლაპარაკობ, იუმორი… და ნუ შეიძლება თმა კიდევ, მე მიყვარს ქალს რომ ლამაზი თმა აქვს. დანარჩენი მგონია მაგარი დებილობა, ფეხი, ტანი ტრაკი, აი ვუაპშე ყველაფერი.

რამდენი მინახავს შველივით ლამაზი და მერე დააბრეხვებს რაღაცას და სილამაზე ქრება. ან პირიქით ერთი შეხედვით შეუხედავი და უცბად დაიწყებს ლაპარაკს და ვაიმე, გიყვარდება, გელამაზება, ანათებს… მამაკაცზეც იგივე წესი მოქმედებს, თუმცა იქ უფრო ქცევებია თვალსაჩინო და არა საუბრის მანერა ან ხელის და ლავიწის კუნთის(თუ ასეთი არსებობს) სიმძრალვე.

თქვენ რას ფიქრობთ? რა თქმა უნდა, ვითომ საერთოდ არ ვაქცევ ყურადღებას მიწიერ სტერეოტიპებს, სამაგალითოდ გავიზნიქე და წელი ჩავაგდე, უკან გავიბზიკე ამ ფოტოში… მე ხომ ეგეთი რაღაცეები არ მაინტერესებს”, – წერს ნუკი კოშკელიშვილი.

  ნახეთ რას წერს და რა ფოტოს აქვეყნებს ნანუკა გულუა მძიმე ავარიის შემდეგ
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი