კვირა, აპრილი 20, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებარამდენი მილიონის ყვავილები და კოკრები იყიდა საქართველომ 1 წელიწადში და რომელი ქვეყნიდან...

რამდენი მილიონის ყვავილები და კოკრები იყიდა საქართველომ 1 წელიწადში და რომელი ქვეყნიდან შევიძინეთ ყველაზე მეტი?

2023 წელს საქართველოში ყვავილების იმპორტის ღირებულება, 2022 წელთან შედარებით 70.5%, მოცულობა კი 42.8% გაიზარდა.

საქსტატის ოფიციალური მონაცემების მიხედვით, 2023 წელს საქართველომ 5 მილიონ 126 ათასი დოლარის, 1 718 ტონა ყვავილები და კოკრები შეიძინა. მაშინ, როცა 2022 წელს, იმპორტის ღირებულება 3 მილიონ დოლარს, მოცულობა კი 1203 ტონას შეადგენდა.

რაც შეეხება საიმპორტო ქვეყნებს, საქართველო ყვავილებისა და კოკრების იმპორტს ძირითადად სამი ქვეყნიდან ახორციელებს.

საიმპორტო ქვეყნებს შორის, პირველ ადგილზეა ეკვადორი, საიდანაც 1 602 630 დოლარის, 325 ტონა ყვავილი ვიყიდეთ. შემდგომ სომხეთი. სომხეთიდან ჩვენმა ქვეყანამ 1 362 530 ტონა ყვავილებისა და კოკრების იმპორტი განახორციელა. მესამე ადგილზე კი ნიდერლანდებია, საიდანაც 1 256 090 დოლარის, 97 ტონა ყვავილი შევიძინეთ.

მოჭრილი ყვავილებისა და კოკრების ტოპ-5 საიმპორტო ქვეყნის რეიტინგი ასე გამოიყურება:

ეკვადორი $1 602 630, 325.92 ტონა

სომხეთი $ 1 362 530, 680.06 ტონა

ნიდერლანდები $1 256 090, 97.70 ტონა

თურქეთი $ 400 580, 487.06 ტონა

კენია $ 348 700, 95.58 ტონა

წყარო

  VIDEO: „19 წლის გოგოს ავუგე წესი...მთელი ღამე არ მეძინა... ეგონათ გასართობად გაუშვეს და მიცვალებული მიუსვენეს“ - შალვა კეკელია
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი