“რამდენი ლარი აქვთ ხელფასი ოპერატორებს, რომლებიც ბენზინგასამართ სადგურებზე მუშაობენ?”  – “რომპეტროლის” წარმომადგენელმა კონკრეტული ციფრების დასახელებისგან თავი შეიკავა

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

კომპანია „რომპეტროლი საქართველოს“ ფინანსური მიმართულების ხელმძღვანელმა, მედეა წერეთელმა, ფასების შემსწავლელ საპარლამენტო კომისიაზე მენეჯმენტის ანაზღაურების შესახებ კონკრეტული ციფრების დასახელებისგან თავი შეიკავა და აღნიშნა, რომ საჭიროების შემთხვევაში ინფორმაციას წერილობით მიაწვდიან.

“რამდენი ლარი აქვთ ხელფასი იმ ოპერატორებს, რომლებიც ბენზინგასამართ სადგურებზე მუშაობენ?” 

მისივე განმარტებით, ბენზინგასამართ სადგურებზე დასაქმებულთა საშუალო ანაზღაურება დაახლოებით 1000 ლარს შეადგენს, თუმცა კვარტალური ბონუსების გათვალისწინებით შემოსავალი 1300-1500 ლარამდე იზრდება. როგორც მან აღნიშნა, თანამშრომლები 24-საათიან ცვლაში მუშაობენ.

მედეა წერეთელმა ასევე აღნიშნა, რომ გასულ წელს კომპანიამ თანამშრომელთა ხელფასები დაახლოებით 30 პროცენტით გაზარდა.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2026). “რამდენი ლარი აქვთ ხელფასი ოპერატორებს, რომლებიც ბენზინგასამართ სადგურებზე მუშაობენ?”  – “რომპეტროლის” წარმომადგენელმა კონკრეტული ციფრების დასახელებისგან თავი შეიკავა. 1 მაისი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/რამდენი-ლარი-აქვთ-ხელფას/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi