„რამ­დე­ნი­მე დღის წინ სკო­ლა­ში მომ­ხდა­რი ფაქ­ტი­სას ად­გი­ლი არ ჰქო­ნია მი­ზან­მი­მარ­თულ ძა­ლა­დო­ბას“- ევროპული სკოლა განცხადებას ავრცელებს

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

დღეს სუ­რო­გა­ცი­ის ცენ­ტრის “NEW LIFE”-ის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი მა­რი­ამ კუ­კუ­ნაშ­ვი­ლი ევ­რო­პულ სკო­ლა­ში მომ­ხდა­რი ძა­ლა­დობ­რი­ვი ინ­ცი­დენ­ტის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლით გა­ავ­რცე­ლა, რო­მელ­შიც სკო­ლის მოს­წავ­ლე­ე­ბი მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ. ამის თა­ო­ბა­ზე ევ­რო­პუ­ლი სკო­ლა გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს, რო­მელ­საც უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ:

“ევ­რო­პუ­ლი სკო­ლის­თვის უმ­თავ­რე­სი პრი­ო­რი­ტე­ტია თი­თო­ე­უ­ლი მოს­წავ­ლის ფი­ზი­კუ­რი და ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი უსაფრ­თხო­ე­ბა. ჩვენ ვქმნით გა­რე­მოს, სა­დაც მკაც­რად და­ცუ­ლი ურ­თი­ერ­თპა­ტი­ვის­ცე­მის პრინ­ცი­პე­ბი და არ არ­სე­ბობს არა­ნა­ი­რი სა­ხის ძა­ლა­დო­ბის, ჩაგ­ვრი­სა თუ არა­ე­თი­კუ­რი ქცე­ვი­სად­მი ტო­ლე­რან­ტო­ბა. მა­ღა­ლი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ინ­ტე­რე­სის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, გვსურს, გა­მო­ვეხ­მა­უ­როთ პი­რად სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ გან­ცხა­დე­ბას და და­ვა­ზუს­ტოთ, რომ რამ­დე­ნი­მე დღის წინ სკო­ლა­ში მომ­ხდა­რი ფაქ­ტი­სას ად­გი­ლი არ ჰქო­ნია მი­ზან­მი­მარ­თულ ძა­ლა­დო­ბას. სკო­ლის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ღე­ბის­თა­ნა­ვე მყი­სი­ე­რად და სრუ­ლად აა­მოქ­მე­და შე­სა­ბა­მი­სი რე­ა­გი­რე­ბის მე­ქა­ნიზ­მე­ბი. და­უ­ყოვ­ნებ­ლივ გა­ი­მარ­თა შეხ­ვედ­რე­ბი მოს­წავ­ლე­ებ­თან და მათ მშობ­ლებ­თან. ამას­თან, პრო­ცეს­ში აქ­ტი­უ­რად არის ჩარ­თუ­ლი ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი სამ­სა­ხუ­რი. ევ­რო­პუ­ლი სკო­ლა იცავს თი­თო­ე­უ­ლი არას­რულ­წლო­ვა­ნის უფ­ლე­ბებ­სა და პერ­სო­ნა­ლურ მო­ნა­ცე­მებს. შე­სა­ბა­მი­სად, კა­ნონ­მდებ­ლო­ბის მო­თხოვ­ნა­თა სრუ­ლი დაც­ვით, და­მა­ტე­ბი­თი დე­ტა­ლე­ბის სა­ჯა­როდ გან­ხილ­ვის­გან თავს ვი­კა­ვებთ. ჩვენ ვრჩე­ბით მუდ­მივ კო­მუ­ნი­კა­ცი­ა­ში მშობ­ლებ­თან, ვა­კე­თებთ ყვე­ლა­ფერს, რათა სკო­ლა მუდ­მი­ვად იყოს ყვე­ლა­ზე უსაფრ­თხო, და­ცუ­ლი და გან­ვი­თა­რე­ბა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი სივ­რცე ჩვე­ნი მოს­წავ­ლე­ე­ბის­თვის”.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2026). „რამ­დე­ნი­მე დღის წინ სკო­ლა­ში მომ­ხდა­რი ფაქ­ტი­სას ად­გი­ლი არ ჰქო­ნია მი­ზან­მი­მარ­თულ ძა­ლა­დო­ბას“- ევროპული სკოლა განცხადებას ავრცელებს. 5 მაისი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/რამდენიმე-დღის-წინ-სკ/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi