კვირა, ივლისი 7, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებარადიო „პოზიტივის“ დღის ამბები 3 ივლისს

რადიო „პოზიტივის“ დღის ამბები 3 ივლისს

„ჩვენ ბიჭებს ნამდვილად ეკუთვნით ასეთი მასშტაბური, ძალიან ღირსეული დახვედრა იმიტომ, რომ ყველაზე ღირსეული ფეხბურთელები გვყავს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომელიც თავისუფლების მოედანზე საფეხბურთო ნაკრების დასახვედრად მივიდა.

პრემიერის განცხადებით, ეროვნულმა ნაკრებმა საქართველოს წარმოუდგენელი სიხარული აჩუქა.

****

საქართველოში ელექტროენერგიის პირველი დამაგროვებლების მშენებლობა იგეგმება – ამის შესახებ  საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, მაია მელიქიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, დამაგროვებლების შესახებ პროექტი შემუშავებული აქვს საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას.  4-5 ივლისს გაიმართება კონფერენცია, სადაც დამაგროვებლების მშენებლობასთან დაკავშირებით იქნება საუბარი.

****

iSeeCars-ის კვლევაზე დაყრდნობით, როგორც ახალი, ასევე მეორადი ავტო-მობილების გლობალურ ბაზარზე ელექტრომობილები ყველაზე ნელა, ხოლო ჰიბრიდები ყველაზე სწრაფად იყიდება.

კერძოდ, 2023 წლის ოქტომბრიდან 2024 წლის აპრილამდე პერიოდში ახალი ელექტრომობილების გაყიდვების ტემპი დაცემას განაგრძობს, რისი მიზეზიც მზარდი საპროცენტო განაკვეთები და ინფლაციის გამო მომხმარებელთა მსყიდველუნარიანობის შემცირებაა. თუმცა ელექტრომობილებთან შედარებით, ჰიბრიდები გაყიდვებში, დაახლოებით, 20-დღიან უპირატესობას ინარჩუნებენ.

20 ყველაზე სწრაფად გაყიდვადი მეორადი მანქანიდან რვა ჰიბრიდია, ხოლო ელექტრომობილები სიაში ვერ მოხვდა.

****

რუსთავში, ახალი საგზაო ინფრასტრუქტურა კიდევ ერთ ქუჩაზე ეწყობა, რომლის ფარგლებშიც, მე-7 და მე-8 მიკრორაიონებს შორის არსებულ გზაზე, ასფალტის საფარის პირველი ფენა უკვე დაიგო, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.

პროექტის მიმდინარეობას რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, მოადგილე ბესიკ ტოგონიძესთან და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროს ზურა ტაბაღუასთან ერთად, სამუშაო ფორმატში ადგილზე გაეცნო.

როგორც ლაცაბიძემ განაცხადა, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მიზნით, მასშტაბური პროექტი ერთდროულად სამ ლოკაციაზე მიმდინარეობს.

****

საქსტატის მიხედვით, 2024 წლის ივნისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში -0.5%,ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 2.2% შეადგინა.

რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, 2024 წლის ივნისში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.4%-ით, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი ასევე 1.4%-ით განისაზღვრა.

სტატისტიკის მიხედვით, წელს ივნისში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ყველაზე მეტად გაიაფდა ხახვი, წიწიბურა და ანტიბიოტიკები.

****

საუდის არაბეთის კეთილდღეობის სუვერენულმა ფონდმა 2023 წელი მოგებით დაასრულა, მაშინ, როცა 2022 წელს 11  მლრდ დოლარის ზარალი განიცადა. კერძოდ, სახელმწიფო ფონდმა გასულ წელს საინვესტიციო საქმიანობიდან 25 მლრდ დოლარი გამოიმუშავა. ფონდის მუშაობა დივიდენდის შემოსავლით და გარეშე, უცხო ფონდების უკეთესი მაჩვენებლების შედეგად გაუმჯობესდა.

****

საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, რაგბზე დასწრების მსურველთათვის ბათუმის მიმართულებით დამატებითი მატარებელი იმოძრავებს.

„მგზავრების თხოვნის გათვალისწინებით, საქართველოს რკინიგზა, რაგბზე დასწრების მსურველთათვის, 4 და 5 ივლისს თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით ორ რეისს ამატებს.

ბილეთების შეძენა შესაძლებელია: https://ticket.railway.ge/ – ზე

სწრაფი გადახდის აპარატებით, საქართველოს რკინიგზის სალაროებში, საქართველოს რკინიგზის პარტნიორი კომპანიების მეშვეობით“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

****

2 ივლისს, თბილისის ისტორიის მუზეუმში „ქარვასლა”, „საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსი – მელიორა 2024“-ის დაჯილდოების ცერემონია გაიმართა, რომლის ფარგლებშიც წლის საუკეთესო პროექტები და კომპანიები დასახელდნენ. კონკურსზე წარდგენილი იყო კერძო სექტორის ის გამორჩეული CSR პროექტები, რომლებიც მათ გასულ წელს განახორციელეს. პროექტები შეაფასა ჟიურიმ, რომლის წევრებიც იყვნენ დარგის წამყვანი ექსპერტები, საერთაშორისო და ადგილობრივი საზოგადოებრივი ორგანიზაციებიდან და აკადემიური წრეებიდან.

****

კულინარიის კონკურსი, თსუ მედიისა და ტელეხელოვნების კოლეჯის, ასევე კოლეჯ იკაროსის ინიცირებითა და ჩართულობით – საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, პროფესიული უნარების სააგენტოს მხარდაჭერითა და კერძო სექტორის ჩართულობით გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას პროფესიული უნარების სააგენტო ავრცელებს.

მათი ცნობით, კონკურსში მონაწილეობას, საქართველოს რეგიონებიდან და თბილისიდან, 12 საჯარო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ წინასწარ წარმოდგენილი თითო სტუდენტი იღებდა.

*****

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში ჩაფრინდა, სადაც ის შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტს დაესწრება, – ინფორმაციას რუსული მედია კრემლის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

****

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის დირექტორი თენგიზ ცერცვაძე განმარტავს, რომელი ინფექციები ჭარბობს ქვეყანაში და როგორია მათი გავრცელების სტატისტიკა.

როგორც თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა, ყველაზე ხშირად სამედიცინო მომსახურების მიღების მიზეზს მწვავე რესპირაციული ინფექციები წარმოადგენს, მეორე და მესამე ადგილს კი საერთო წლიურ რაოდენობაში სავარაუდო საკვებისმიერი მოშხამვები და სავარაუდო ინფექციური წარმოშობის დიარეები იკავებს.

****

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის, სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის და სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს თანამშრომლობით მხარდაჭერის მიმღები პირების არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებულ საკითხებზე საინფორმაციო-სასწავლო კურსი ჩატარდა.

შეხვედრას თბილისში მოქმედი მხარდაჭერის მიმღები პირების საკითხებზე მომუშავე ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრის გახსნისას საინფორმაციო-სასწავლო კურსის მნიშვნელობაზე დეტალურად ისაუბრა ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა. მისი შეფასებით, სასწავლო კურსში დეტალურადაა გაწერილი ყველა ის საჭირო ინფორმაცია, რომელიც მხარდაჭერის მიმღები პირების არჩევნებში მონაწილეობისთვის არის საჭირო.

****

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრმა, დავით ფაცაციამ სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, თბილისში მდებარე დევნილთა განსახლების ობიექტებზე მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინფორმაციით, სამგორის რაიონში, ვიქტორ კუპრაძის 2ა და 2დ მისამართებზე მდებარე დევნილთა განსახლების ობიექტებზე სახურავების სარეაბილიტაციო სამუშაოები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს ინფრასტრუქტურული პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობს.

****

საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში პროფესიულ განათლებაში კერძო სექტორის ჩართულობის გაზრდის მიზნით პროფესიული უნარების სააგენტოსთან შეხვედრა გაიმართა.

მათივე ცნობით, BAG-ის წევრ კომპანიებთან შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველი მოადგილე ალექსანდრე წულაძე და პროფესიული უნარების სააგენტოს გენერალური დირექტორი ირინე მარგიშვილი.

სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა ბიზნესის წარმომადგენლებს სახელმწიფოს მიერ კერძო სექტორის მხარდაჭერის ფინანსური, თუ ტექნიკური საშუალებების სხვადასხვა შესაძლო ფორმატი გაუზიარა, რომელიც კვალიფიციური კადრების უკეთ მომზადებას უზრუნველყოფს.

ნიდერლანდების თავდაცვის ახალი მინისტრის რუბენ ბრეკელმანის განცხადებით, იგი უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებს. მან უკრაინელ კოლეგას, თანამდებობაზე დანიშვნის მილოცვისთვის მადლობა გადაუხადა. „ნიდერლანდები მხარს უჭერს უკრაინას, რამდენადაც შეუძლია და რამდენადაც საჭიროა. ჩვენ და ჩვენი მოკავშირეები ჩვენს გადაწყვეტილებაში გაერთიანებულები ვართ, უკრაინას მშვიდობა და უსაფრთხოება დავუბრუნოთ“, – განაცხადა ბრეკელმანსმა.

დღის ამბებს, ჰოროსკოპსა და გემოვნებიან მუსიკას მოუსმინეთ რადიო „პოზიტივზე“ FM 104.3

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი პოსტები
ევროპის ულამაზესი “საიდუმლო კუნძული”, სადაც მოხვედრა მხოლოდ ნავითაა შესაძლებელი

ევროპის ულამაზესი “საიდუმლო კუნძული”, სადაც მოხვედრა მხოლოდ ნავითაა შესაძლებელი

7 July, 2024
ვარიკოზული დაავადებების მკურნალობის თანამედროვე მეთოდები კლინიკა “კონსილიუმ მედულაში

ვარიკოზული დაავადებების მკურნალობის თანამედროვე მეთოდები კლინიკა “კონსილიუმ მედულაში

ივლისი 6, 2024
მსოფლიოს უცნაური სახლები-რომელ მათგანში იცხოვრებდით

მსოფლიოს უცნაური სახლები-რომელ მათგანში იცხოვრებდით

ივლისი 7, 2024
საბავშვო ბაგა-ბაღებში რეგისტრაცია იწყება – რა უნდა გაითვალისწინონ მშობლებმა

საბავშვო ბაგა-ბაღებში რეგისტრაცია იწყება – რა უნდა გაითვალისწინონ მშობლებმა

ივლისი 6, 2024

ფოტომასალა, რომლითაც დასტურდება, რომ ნაცისტები საქართველოს სტრატეგიული ობიექტების დაბომბვას განიხილავდნენ

7 ივლისი 2024
საბავშვო ბაგა-ბაღებში რეგისტრაცია იწყება – რა უნდა გაითვალისწინონ მშობლებმა

საბავშვო ბაგა-ბაღებში რეგისტრაცია იწყება – რა უნდა გაითვალისწინონ მშობლებმა

ივლისი 6, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
როგორ ვკვებოთ ბავშვები ზაფხულში

როგორ ვკვებოთ ბავშვები ზაფხულში

ივლისი 7, 2024
ყველაზე გავრცელებული კანის პრობლემები ზაფხულში

ყველაზე გავრცელებული კანის პრობლემები ზაფხულში

ივლისი 7, 2024
მსოფლიოს უცნაური სახლები

მსოფლიოს უცნაური სახლები

7 ივლისი 2024
გვიან ღამით თბილისში მოსულმა უხვმა ნალექმა, რასაც თან ერთვოდა ძლიერი ქარი, პრობლემები შეუქმნა დედაქალაქს

გვიან ღამით თბილისში მოსულმა უხვმა ნალექმა, რასაც თან ერთვოდა ძლიერი ქარი, პრობლემები შეუქმნა დედაქალაქს

ივლისი 7, 2024

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი