“ასეთი რამ არც ახალ წელს ხდება და არც აღდგომას” – რას წერს ნიკოლოზ რაჭველი სოციალურ ქსელში?

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა
nikoloz rachveli

მუსიკოსი ნიკოლოზ რაჭველი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

“მართლა რა ფენომენია ფეხბურთი! მეც მაგრად მიყვარს, თან ახლა, ჩვენი ნაკრების დამსახურებით მთლად სხვა საფეხურზე აიყვანა ჩემშიც და დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრ ჩემს თანამემამულეში გულშემატკივრობის ხარისხი!

განვიცდი, რომ ერთი მხრივ დაიჩრდილნენ ის საამაყო ახალგაზრდები, რომლებიც სპორტის სხვა სახეობებში ევროპის და ოლიმპიური ჩემპიონები გახდნენ და ასევე ასახელეს საქართველო! თუმცა ისევ და ისევ მართლაც რა ფენომენია ფეხბურთი…

აი, მაგალითად, ჩვენი სახელმწიფოსთვის დავალებული 9 დათქმიდან პირველი, ანუ დეპოლარიზაცია, მხოლოდ ფეხბურთმა მოახერხა! Myvideo-ს ჩამოვუყევი და “TV პირველი”, “მთავარი”, “რუსთავი 2”, “პირველი არხი”, Euronews Georgia, “იმედი”, “პოს TV”, “ფორმულა”, “კავკასია”, “პალიტრა ნიუსი”, “აჭარა” და კიდევ სხვა არხები ერთი და იგივე მოვლენას ერთნაირად აშუქებენ Live-რეჟიმში…

ასეთი რამ არც ახალ წელს ხდება და არც აღდგომას… და მაინც, რა ფენომენია ფეხბურთი, არა?! ჩემი მადლიერება ჩვენს სპორტსმენებს, ფეხბურთელებს, რაგბისტებს, მოჭადრაკეებს, მძლეოსნებს, მოჭიდავეებს და ა.შ. ყველას, ვინც ქართულ დროშას აფრიალებს და ჩვენს ეროვნულ ჰიმნს ასმენინებს მსოფლიოს!”

- Advertisement -
Ad imageAd image
სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2024). “ასეთი რამ არც ახალ წელს ხდება და არც აღდგომას” – რას წერს ნიკოლოზ რაჭველი სოციალურ ქსელში?. 3 ივლისი, 2024. https://sheniekimi.ge/ambebi/ასეთი-რამ-არც-ახალ-წელს-ხდ/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi