არ მეშინია, თქვენ ხელში ეს ქვეყანა იქნება ევროპულიც, დემოკრატიულიც, რაც მთავარია დამოუკიდებელი და ძალიან ქართული -ამ გზას გავივლით ერთად! – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.
ზურაბიშვილი აქციის მონაწილეებს, რომლებიც პრეზიდენტის სასახლესთან მივიდნენ, მადლობას უხდის.
„ამაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს შენი ქვეყნის ახალგაზრდობა, ქვეყნის მომავალი, რომ მადლობის სათქმელად მოდის პრეზიდენტის სასახლესთან.
მეც მადლობას გიძღვნით, რომ ხართ თავისუფალნი და ღირსეულნი, ძლიერნი და მართალნი. განცახადა პრეზიდენტმა.
****
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს განცხადებით, უწყებას „ტელეგრამში“ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით- სწავლის შეწყვეტის გადაწყვეტილება არ მიუღია.
როგორც სამინისტროში აცხადებენ, სკოლებში ყველა საჭირო ღონისძიება გატარდა.
„სწავლა ოფიციალურად არ შეწყვეტილა, თუმცა მოსწავლეების უმრავლესობა დღეს სკოლებში არ გამოცხადებულა
******
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ნიდერლანდების სამეფოს დაბალ-ბიუჯეტურმა ავიაკომპანიამ, ამსტერდამიდან პირველი ფრენა შეასრულა.გვიან ღამით, ნიდერლანდების დედაქალაქიდან თბილისში სავსე ხომალდი – 187 მგზავრით დაეშვა.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის, ირაკლი ქარქაშაძის განცხადებით, მოლაპარაკებების პროცესი წარმატებით დასრულდა.
ამსტერდამი-თბილისი-ამსტერდამის მიმართულებით ავიაკომპანია, პირდაპირ რეგულა-რულ ფრენებს, სიხშირით კვირაში ორჯერ შეასრულებს.
*****
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ ინფორმაცია, თითქოს ერთ-ერთი სკოლის ტერიტორიაზე იარაღი ან ბომბი იქნა აღმოჩენილი, სიმართლეს არ შეესაბამება.
არსებული ინფორმაციით, რამდენიმე სკოლაში სამართალდამცველები მუშაობდნენ, თუმცა საეჭვო არაფერია აღმოჩენილი.
ცნობისთვის, ახლადშექმნილ რუსულენოვან „ტელეგრამ“ არხზე თბილისის სკოლებზე ტერაქტების თაობაზე მუქარის შემცველი ინფორმაცია გავრცელდა. ამ დროისთვის აღნიშნული არხი წაშლილია.
********
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აშშ-ის წარმო-მადგენელთა პალატის მიერ უკრაინისთვის 61 მილიარდი დოლარის დახმარების პაკეტის გადაცემის მხარდაჭერას ეხმიანება.
როგორც ზურაბიშვილი აღნიშნავს, უკრაინა თითოეული ჩვენგანისთვის იბრძვის და სრულ მხარდაჭერას იმსახურებს.
„აშშ-ს წარმომა-დგენელთა პალატის მიერ უკრაინის დახმარების პაკეტის ორპარტიული მხარდაჭერა მნიშვნელოვანი მოვლენაა. უკრაინა თითოეული ჩვენგანისთვის იბრძვის და სრულ მხარდაჭერას იმსახურებს. დიდება უკრაინას!“ – ნათქვამია განცხადებაში
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ბზის მოჭრაზე კონტროლს ამკაცრებს.
მათივე ცნობით, ბზის მოჭრა, ამოძირკვა ან ტოტების დაზიანება დასჯადი ქმედებაა – სანქციის ოდენობა გაზრდილია და 500-დან 2000 ლარამდე ჯარიმას ითვალისწინებს.
„იმ შემთხვევაში, თუ გარემოსთვის მიყენებული ზიანი 1000 ლარს გადააჭარბებს, საქმეს სისხლის სამართლის კვალიფიკაცია მიენიჭება.
*******
უცხოელი ჟურნალისტების მედია-ტურები აჭარაში გრძელდება.
ამჯერად, რეგიონის ტურისტულ პროდუქტებსა და სერვისებს ებრაელი და თურქი ჟურნალისტები ეცნობიან.
„ბათუმის ძირითად ტურისტულ ღირს-შესანიშნაობებთან ერთად ჟურნალისტებმა ბოტანიკური ბაღი, გონიოსა და პეტრას ციხეები მოინახულეს. ისინი ასევე, სტუმრობდნენ მთიან აჭარას, სადაც ადგილობრივი კერძები და ღვინო დააგემოვნეს.
********
ლუქსემბურგში დღეს ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭო გაიმართება, რომელსაც საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი უხელმძღვანელებს.
საბჭო განიხილავს რუსეთის აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ, უკრაინის საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრებთან ვიდეო კონფერენციის საშუალებით -აზრთა არაფორმალური გაცვლით გზით.