ჟან შარდენის ქუჩა თბილისში, კრწანისის რაიონში მდებარეობს და ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და მიმზიდველი კულტურული ცენტრია. ეს პატარა საფეხმავლო ქუჩა დღეს ითვლება არა მხოლოდ ტურისტულ ღირსშესანიშნაობად, არამედ თანამედროვე თბილისური ცხოვრების სიმბოლოდ.
ძველი თბილისის ერთ-ერთ სავაჭრო ქუჩად შარდენის ქუჩა მიიჩნეოდა. ადრეულ დროში ამ ქუჩას “ბნელი რიგი” ერქვა, რაც მისი დახურული, მუქი გარემოს გამო იყო მოხსენიებული. “ბნელი რიგი” კი შარდენის ქუჩას ემსახურებოდა როგორც სავაჭრო ცენტრალური ადგილი, რომელიც მექვაბების რიგის განვითარებით, XIX საუკუნეში ახალ ბაზაზხანას იძენდა.
XX საუკუნის დასაწყისში, შარდენის ქუჩა კვლავ ფუნქციონირებდა როგორც ბაზრობების და სავაჭრო ფართების ადგილად. თუმცა, მოგვიანებით ქუჩამ გაიარა არქიტექტურული რეკონსტრუქცია, რომელსაც 1981 წელს ცნობილი არქიტექტორი გიორგი ბათიაშვილი ხელმძღვანელობდა.
#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #sheniambebi #აქხარისხია