ქართულმა პურის მწარმოებელმა „იფქლი დიღომმა“ უკვე მესამედ გაიტანა საკუთარი პროდუქტი ისრაელის ბაზარზე.
კომპანიის მარკეტინგის მენეჯერის სოფიო ბედიაშვილის განცხადებით, ექსპორტის მიმართულებით მუშაობა დაახლოებით ნახევარი წლის წინ დაიწყეს და ამ დროისთვის მესამე 40-ტონიანი კონტეინერის გაგზავნა უკვე დასრულებულია. თითოეული პარტია დაახლოებით 30–35 ათასამდე პურს მოიცავს.
ექსპორტისთვის დამზადებული პროდუქცია სპეციალური ტექნოლოგიით ინახება: გამოცხობის შემდეგ პური გადადის შოკური გაყინვის რეჟიმში, სადაც ტემპერატურა -35°C-ია, შემდეგ კი -18°C-ზე ინახება სპეციალურ კონტეინერში. შემდეგ -18 გრადუსის რეჟიმში, სპეციალურ კონტეინერში ინახება. გაყინულ მდგომარეობაში პურის შენახვის ვადაა 6 თვე. გალღობის შემდეგ ნარჩუნდება ახალგამომცხვარი პურის სტრუქტურა.
ბედიაშვილის თქმით, „იფქლი დიღომი“ პირველი ქართული კომპანიაა, რომელმაც ქვეყნის ფარგლებს გარეთ პურის ექსპორტი შეძლო, რაც მცირე ბიზნესისთვის და მთლიანად ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია.
ექსპორტის დაწყების შემდეგ ისრაელთან პურ-ფუნთუშეულის ვაჭრობის მაჩვენებლები მნიშვნელოვნად გაიზარდა:
2025 წლის იანვარ–ოქტომბერში საქართველოდან ამ მიმართულებით 141 ტონა, საერთო ჯამში 353,500 დოლარის ღირებულების პროდუქცია გავიდა, მაშინ როცა 2024 წელს ამავე კატეგორიით მხოლოდ 38 ტონა და 115,200 დოლარის ექსპორტი დაფიქსირდა.
გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi


