პარასკევი, თებერვალი 27, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარისამართალიპროკურატურა დეტალებს ავრცელებს - ვინ განათავსა მიტოვებულ შენობაში სხეულის ამპუტირებული ნაწილები

პროკურატურა დეტალებს ავრცელებს – ვინ განათავსა მიტოვებულ შენობაში სხეულის ამპუტირებული ნაწილები

საქართველოს პროკურატურამ გარემოსათვის საშიში ნივთიერებისადმი მოპყრობის წესის დარღვევის ფაქტზე სამ პირს ბრალდება წარუდგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ შპს “ეკო მედიკალ ჯგუფი”-ს და შპს “ეკოლოგია და სუფთა გარემო”-ს დირექტორმა, ქალაქ სამტრედიაში, ერთ-ერთ ამორტიზებულ შენობაში, მოაწყო სახიფათო ნარჩენების შენახვის უკანონო ობიექტი, სადაც დროებით განათავსა დიდი რაოდენობით ადამიანის ჯანმრთელობისა და გარემოსთვის საშიში სამედიცინო ნარჩენები.

სამართალდამცავებმა კომპანიის დირექტორი და ამავე კომპანიის თანამშრომელი, ასევე მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობისა და მომსახურების ცენტრის თანამშრომელი, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.

მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 288-ე მუხლის პირველი ნაწილით (გარემოსათვის საშიში ნივთიერებისადმი ან ნარჩენისადმი მოპყრობის წესის დარღვევა) წარედგინათ.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, სამივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეეფარდათ.

  დააკავეს სკოლის ბუღალტერი, რომელმაც სკოლის საბანკო ანგარიშიდან სხვადასხვა დროს 2 161 806,52 ლარი გადარიცხა და ნაწილი აზარტულ თამაშებში წააგო - პროკურატურის განცხადება
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი