პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გაეროს კონფერენციაში მონაწილეობს

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე თურქმენეთში, ქალაქ ავაზაში, გაეროს კონფერენციაში მონაწილეობს.

კონფერენციის მონაწილე ლიდერებს თურქმენეთის პრეზიდენტი სერდარ ბერდიმუჰამედოვი და გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტიერეში მასპინძლობენ.

საქართველოს მთავრობის მეთაური კონფერენციის ოფიციალურ გახსნას დაესწრო, რომლის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს ანტონიო გუტიერეშმა და სერდარ ბერდიმუჰამედოვმა.

ირაკლი კობახიძე კონფერენციაზე დღეს სიტყვით გამოვა. პრემიერ-მინისტრი აქცენტს გააკეთებს საქართველოს სტრატეგიულ მდებარეობაზე, ქვეყნის – როგორც აღმოსავლეთისა და დასავლეთის დამაკავშირებელი დერეფნის – როლზე, რომელიც ზღვაზე გასასვლელის არმქონე 8 ქვეყანას დაკავშირებადობის კუთხით მნიშვნელოვან შესაძლებლობებს სთავაზობს.

- Advertisement -
Ad imageAd image

გაეროს კონფერენციის გახსნამდე სამიტის მონაწილე სახელმწიფოთა ლიდერებს სიტყვით მიმართა თურქმენეთის ეროვნულმა ლიდერმა, სახალხო საბჭოს თავმჯდომარე გურბანგული ბერდიმუჰამედოვმა.

ოფიციალურ ღონისძიებას ავაზას კონგრესცენტრში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დელეგაციასთან ერთად დაესწრო.

ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.

 

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გაეროს კონფერენციაში მონაწილეობს. 5 აგვისტო, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/პრემიერ-მინისტრი-ირაკლი/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi