ხუთშაბათი, იანვარი 8, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარიაქტუალური თემაპრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ინიციატივით, ჩამორთმეულ მართვის მოწმობებზე 2026 წლის 1 იანვრიდან ფართომასშტაბიანი...

პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ინიციატივით, ჩამორთმეულ მართვის მოწმობებზე 2026 წლის 1 იანვრიდან ფართომასშტაბიანი ამნისტია ცხადდება

საქართველოს პრემიერ – მინისტრის, ირაკლი კობახიძის მიმართვის საფუძველზე, საქართველოს პარლამენტმა მოამზადა კანონის პროექტი, რომლის მიხედვითაც 2026 წლიდან ამნისტია ცხადდება სხვადასხვა სამართალდარღვევის გამო მოქალაქეებისათვის სხვადასხვა ვადით ჩამორთმეულ მართვის მოწმობებზე.

კანონის პროექტი ბიუროს უკვე წარედგინა, ხოლო სამი მოსმენით, დაჩქარებული წესით ოთხშაბათს მიიღება. ამნისტია შეეხება ყველას, გარდა მძიმე ნარკოდანაშაულში ბრალდებულებისა, რაც დიდი ოდნობით ნარკოტიკული საშუალებების შეძენა/შენახვა/გასაღებას გულისხმობს.

ამნისტია ასევე არ შეეხება იმ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად პირისთვის ჩამორთმეულ მოწმობას, რომელსაც ადამიანის გარდაცვალება მოჰყვა. ამნისტიის კანონპროექტს საქართველოს პარლამენტს განსახილველად იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელი, არჩილ გორდულაძე წარუდგენს.

  თბილისში ნარკოდანაშაულის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს — ამოღებულია დიდი ოდენობით ნარკოტიკი
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი