კვირა, თებერვალი 1, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარიაქტუალური თემაპრემიერი „იგლ ჰილსის“ ინვესტიციის წინააღმდეგ კამპანიაზე: „ლელოს“ დააწყებინეს კამპანია, მერე გადააბარეს „ალტ...

პრემიერი „იგლ ჰილსის“ ინვესტიციის წინააღმდეგ კამპანიაზე: „ლელოს“ დააწყებინეს კამპანია, მერე გადააბარეს „ალტ ინფოს“ და „პატრიოტთა ალიანსს“, ჩართული ჰყავთ უცხოეთიდან დაფინანსებული „ენჯეოებიც“ – ძალიან მარტივად იკითხება ხელწერა

გვაქვს ნომერ პირველი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი მთლიანად ევროპის კონტინენტზე და ჩვენს რეგიონში. რა თქმა უნდა, ამით შეშფოთებულები არიან არაკეთილმოსურნეები და ისინი როგორც აკოორდინირებენ ხოლმე სხვა კამპანიებს, ზუსტად ასევე აკეთებენ იმავეს. მინდა შეგახსენოთ, რომ ფართო სპექტრი ჩართეს ამ კამპანიაში და საინტერესოა ერთი დეტალი, რაც კოორდინაციას კარგად აჩვენებს – კამპანია დააწყებინეს „ლელოს“ და შემდეგ გაწიეს ამ კამპანიიდან, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ, „იგლ ჰილსის“ ინვესტიციის წინააღმდეგ წარმოებულ კამპანიაზე საუბრისას, გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, მასშტაბური ინვესტიციის წინააღმდეგ „ლელოს“ მიერ დაწყებული კამპანია, ახლა გადაბარებული აქვთ „ალტ ინფოს“ და „პატრიოტთა ალიანსს“, ასევე, პროცესებში უცხოეთიდან დაფინანსებული არასამთავრობოებიც არიან ჩართული.

ირაკლი კობახიძის თქმით, „იგლ ჰილსის“ წინააღმდეგ წარმოებული კამპანიის ხელწერა და კოორდინაცია მარტივად იკითხება და კამპანიაში ჩართული ძალები უპირისპირდებიან ისეთ რამეს, რასაც ნაკლი არ აქვს.

„თუ დააკვირდებით ბოლო ერთ-ორ კვირას, „ლელო“ გაწეული ჰყავთ კამპანიიდან, ანუ, ვისაც დააწყებინეს კამპანია, ის გასწიეს და ეს კამპანია გადააბარეს არსებითად კონკრეტულ პოლიტიკურ ძალებს, ეს არის ძირითადად „ალტ ინფო“, „პატრიოტთა ალიანსი“. ანუ, კონკრეტული შავბნელი ძალები არიან, რომლებიც ასევე აშკარად არიან კონკრეტული კოორდინაციის ქვეშ. „ალტ ინფოზე“ კონკრეტული მიზეზიც გითხარით, რომ ბინძური მეთოდები გამოიყენეს და მას შემდეგ, მათ აქვთ შეცვლილი საკუთარი ხაზები, რაც ჩანს რეალურად იმ პროცესებიდან, რომლებიც ვითარდება. ანუ, „ლელოს“ დააწყებინეს, მერე გაწიეს „ლელო“, გადააბარეს „ალტ ინფოს“ და „პატრიოტთა ალიანსს“, იქ ჰყავთ კიდევ უცხოეთიდან დაფინანსებული ენჯეოები ჩართული – რეალურად, ძალიან მარტივად იკითხება აქაც ხელწერა და კოორდინაცია. მარტივი კოორდინაციის საფუძველზე უპირისპირდებიან ისეთ რამეს, რასაც უბრალოდ, ნაკლი არ აქვს. „არაბიზაცია“ არის ტყუილი, რაც ჩვენ ფაქტებით დავადასტურეთ, ინვესტიცია არის უპრეცედენტო – 11 მილიარდის ეკონომიკურ სარგებელს მოუტანს ჩვენს ქვეყანას, რომლის ეკონომიკა წელს პირველად გადააჭარბებს 100 მილიარდ ლარს. არავითარი საგადასახადო შეღავათები, არავითარი მიწის გასხვისების უფლება – ყველაფერზე გავაკეთეთ განმარტება. რეალურად, ხელშეკრულების შინაარსი მთლიანად ცნობილია საზოგადოებისთვის, დანარჩენი არის სპეკულაციები“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

  იდეალური დესერტი მათთვის ვისაც წონის დაკლება სურს. 100 გრამში სულ 100 კალორიაა.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი