ხუთშაბათი, ნოემბერი 13, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისამართალიპოლიციამ თბილისში ცეცხლსასროლი იარაღი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო

პოლიციამ თბილისში ცეცხლსასროლი იარაღი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის, ასევე ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1985 წელს დაბადებული, წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი გ.ყ. დააკავეს, – აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე განცხადებით, დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„პოლიციამ, ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად პისტოლეტი, რევოლვერი და 28 საბრძოლო ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღო. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ასევე, ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინი“.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს“, – აცხადებენ სამინისტროში.

  რა ცვლილებები ამოქმედდება პირველი აპრილიდან ქვეყანაში
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი