პოლიციამ დააკავა “ნაცისტურ-ფაშისტური” დაჯგუფების ლიდერი

1 წუთიანი წაკითხვა

პოლიციამ დააკავა “ნაცისტურ-ფაშისტური” იდეოლოგიის მქონე დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი, რომელსაც ედება ბრალი არასრულწლოვნების მიმართ არაადამიანური მოპყრობისა და ანალოგიური ქმედებების ორგანიზებისთვის.

როგორც Interpressnews იუწყება, გამოძიებით დგინდება, რომ 2025 წელს ბრალდებულმა ორგანიზება გაუწია კიდევ ერთი არასრულწლოვნის მიმართ ჯგუფურად განხორციელებულ ძალადობასა და დამამცირებელ მოპყრობას.

სამართალდამცველებმა კომპლექსური საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ჩატარების შემდეგ, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს დანაშაულის ჩამდენად მიჩნეული პირი. „გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე ტერცია და 25-144-ე ტერცია მუხლებით მიმდინარეობს, რაც 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს,” – ნათქვამია ინფორმაციაში.

საქმეზე გამოძიება გრძელდება.

- Advertisement -
Ad imageAd image

სრული ინფორმაცია: Interpressnews

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2026). პოლიციამ დააკავა “ნაცისტურ-ფაშისტური” დაჯგუფების ლიდერი. 27 სექტემბერი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/პოლიციამ-დააკავა-ნაცისტ/

გაუზიარეთ ეს სტატია
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi