ხუთშაბათი, იანვარი 8, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარირჩევებიპირშუშხას ფოთლებისგან მომზადებული საწებელა (პასტა).

პირშუშხას ფოთლებისგან მომზადებული საწებელა (პასტა).

პირშუშხას ფოთლებს ძირითადად კიტრის მწნილის დაკონსერვებისას იყენებენ. აღმოჩნდა, რომ მისგან შესანიშნავი სოუსის მომზადებაც შეიძლება, რომელსაც ყველაფერში გამოიყენებთ. გემრიელია ხორცთან, თევზთან, სუფებში, სალათებში და უბრალოდ პურზე წასმულიც კი.

ინგრედიენტები

  • 6 ცალი პირშუშხას ფოთოლი
  • ასი გ კამა
  • ასი გ ოხრახუში
  • 150 გ ნიორი
  • 200 გ ნიგოზი
  • ორი ჩ. კ. მარილი
  • ერთი ცალი მწარე წიწაკა
  • 250 გ მწვანე ბულგარული წიწაკა
  • 250 მლ ზეთი

მომზადება

  1. წინასწარ მოამზადე ინგრედიენტები: მწვანილი გარეცხე და შეაშრე. ნიგოზი დააქუცმაცე ბლენდერში.
  1. მწვანე ბულგარული და მწარე წიწაკები გაასუფთავე თესლისგან, კარგად გარეცხე და დააქუცმაცე ნიორთან ერთად ბლენდერში.
  1. შემშრალი მწვანილი და პირშუშხას ფოთლები დაჭერი და დააბლენდერე ზეთთან ერთად. უნდა მიიღო პასტისმაგვარი მასა.

 

  1. ყველა ინგრედიენტი შეურიე ერთმანეთს, მოაყარე მარილი და კარგად აურიე. გადაიტანე მშრალ მინის ქილებში.

ვისაც მეტი სიცხარე უყვარს, შეუძლია მწარე წიწაკის დოზა გაზარდოს. ეს შესანიშნავი პასტა მაცივარში ინახება მინის ქილებით ნახევარი წლის მანძილზე.

გემრიელად მიირთვით და ასწავლეთ ეს ორიგინალური რეცეპტი თქვენს მეგობრებსაც!

კითხვის გაგრძელება 👉 #shenisupra

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #აქხარისხია #pitskhelauri

გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi

  შერი: „მე ვხვდები ჩემზე ასაკით პატარა მამაკაცებს, რადგან ჩემხელა ყველა მკვდარია“
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი