პირის ღრუს დაავადებები
1) რას წარმოადგენს პირის ღრუს დაავადებები?
პირის ღრუს დაავადებებს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავთ გლობალურ ავადობაში, მათი გავრცელება და სიმძიმე დამოკიდებულია ეკონომიკურ, სოციალურ, ქცევით და გარემო ფაქტორებზე. პირის ღრუს პათოლოგიებიდან ოდითგანვე ყველაზე გავრცელებული იყო კარიესი და პარადონტოზი. მაღალი შემოსავლების მქონე ქვეყნებშიც კი, კბილის კარიესი აღენიშნება მოსწავლეების 60–90%–სა და მოზრდილთა უმრავლესობას. ჯანმრთელი პირის ღრუ უზრუნველყოფს ორგანიზმის დაცვას მიკრობული ინფექციებისა და ეკოლოგიური საფრთხეებისაგან. არაჯანსაღი პირის ღრუ აქვეითებს შრომის უნარიანობას და ფსიქოლოგიურ ზეგავლენას ახდენს პიროვნებაზე. კბილებისა და ღრძილების ჯანმრთელობა ასოცირებულია პირის ღრუს ჰიგიენასთან. არაჯანსაღი პირის ღრუ ქრონიკული დაავადებების, კერძოდ გულის, თირკმელების, ფილტვის დაავადებებისა და დიაბეტის მნიშვნელოვანი რისკის ფაქტორია. გააგრძელეთ კითხვა
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi