პეტრე კოლხი მიმართვას ავრცელებს

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

სინოდალურმა კომისიამ პატრიარქს მცხეთა-თბილისის ეპარქიის მღვდელმსახურის, დეკანოზ პეტრე კვარაცხელიასთვის მღვდელმოქმედების შეჩერების შესახებ შუამდგომლობით მიმართა. ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

მოგვიანებით, სასულიერო პირმა სოციალურ ქსელში მიმართვა გაავრცელა, მხარდამჭერებს და მრევლს მადლობა გადაუხადა იმ თბილი წერილებისთვის, რომელიც ინფორმაციის გავრცელების შემდეგ მიიღო.

„მადლობა უამრავი წერილისთვის, სიყვარულისთვის, სითბოსთვის….ასეც ვიცოდი და არც არაფერია გასაკვირი…არც არაფერი მომხდარა განსაკუთრებული, მაგრამ მხოლოდ ერთს გეტყვით, ზურგიდან საუბრების საპასუხოდ-არ ვაპირებ ქვეყნიდან წასვლას, არა და ქვის წერტილი…ზოგიერთ ,,გონიერ” ადამიანს ვეტყვი, რომ დღეს ინგლისში ვარ, ქვეყნის დატოვება ჩემი მიზანი რომ იყოს, მარტო ეს დღე მეყოფოდა ინგლისმა დაჩქარენული წესით აქ ცხოვრების უფლება მომცეს…პირიქით, ახლა უფრო გადაწყვეტილად ვბრუნდები და გადავდგამ უფრო დამაჯერებელ ნაბიჯებს!..“,-წერს პეტრე კოლხი.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2024). პეტრე კოლხი მიმართვას ავრცელებს. 14 თებერვალი, 2024. https://sheniekimi.ge/ambebi/პეტრე-კოლხი-მიმართვას-ავ/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi