ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პენსიის გაცემის წესში ცვლილებები შევიდა, რის შედეგადაც პროცესი შესამჩნევად გამარტივდა. ახალი რეგულაციით, პენსიონერს აღარ შეუჩერდება პენსია მხოლოდ იმიტომ, რომ მის პროფილში გარკვეული მონაცემების უზოსტობაა და არ ემთხვევა სახელმწიფო ბაზაში არსებულ ჩანაწერებს.
წარსულში, თუ მოქალაქის პირადობის მოწმობასა და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სისტემაში მითითებულ მონაცემებს შორის რაიმე შეუსაბამობა იყო, პენსიის გაცემა დროებით წყდებოდა — მანამდე, სანამ პირი ახალი დოკუმენტს ან დამატებით დასტურს არ წარადგენდა.
ახლა წესები უფრო მოქნილი გახდა: შეჩერება მოხდება მხოლოდ მაშინ, თუ არ ემთხვევა პირადი ნომერი, დაბადების წელი ან დაბადების თვე. დანარჩენ შემთხვევებში, სოციალური მომსახურების სააგენტო დაეყრდნობა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემებს და მოქალაქეები პენსიის მიღება შეუფერხებლად, ზედმეტი ბიუროკრატიის გარეშე შეძლებენ.
სამინისტროს შეფასებით, ამ ცვლილების წყალობით ყოველ თვე დაახლოებით ათასამდე პენსიონერი აიცილებს ზედმეტ პროცედურებს და აღარ მოუწევს სააგენტოს სერვისცენტრში ან „ლიბერთი ბანკში“ მისვლა პენსიის ხელახლა დასარეგისტრირებლად.
გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi


