ხუთშაბათი, ნოემბერი 13, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისამართალი„პაციენტი კონტაქტურია“ - დაჭრილი პოლიციელის მდგომარეობის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი -...

„პაციენტი კონტაქტურია“ – დაჭრილი პოლიციელის მდგომარეობის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი – ინციდენტი ქეთევან წამებულის გამზირზე მოხდა

პირი, რომელმაც პოლიციელი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ცივი იარაღით ყელის არეში დაჭრა, დაკავებულია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 34 წლის მამაკაცის აყვანა ცხელ კვალზე განხორციელდეს. ინციდენტი ქეთევან წამებულის გამზირზე მოხდა.

თვითმხილველების ინფორმაციით, შემთხვევა მას შემდეგ მოხდა, რაც პოლიციამ სავარაუდო თავდამსხმელს მანქანის გაჩერება მოსთხოვა.

დაშავებული პატრულ-ინსპექტორი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმების ინფორმაციით, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. დაკავებულს 11 წლამდე პატიმრობა ელის.

გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტის უფროსის ანი დალაქიშვილის ინფორმაციით, პაციენტი კონტაქტურია.

“პაციენტის გადმოცემით სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს მიაყენეს ნაკვეთი ჭრილობა კისრის არეში. მოხდა ჭრილობის რევიზია, პირველადი ქირურგიული დამუშავება, მის სიცოხლეს საფრთხე არ ემუქრება, აბსოლუტურად კონტაქტურია”, – აცხადებს ანი დალაქიშვილი.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
  საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიების შედეგად, უცხო ქვეყნის ცხრა მოქალაქე დააკავეს
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი