სამშაბათი, მაისი 6, 2025
მთავარირჩევებიპარკეტი თუ ლამინატი – როგორ გავაკეთოთ არჩევანი

პარკეტი თუ ლამინატი – როგორ გავაკეთოთ არჩევანი

პარკეტი და ლამინატი იატაკის სახეობებს შორის ყველაზე დიდი პოპულარობით სარგებლობს. ისინი ერთმანეთს ბევრი დეტალით ჰგვანან, ყველაზე მეტად კი გარეგნული მახასიათებლებით, რადგან მათი ერთმანეთისგან გარჩევა საკმაოდ რთულია, ვინაიდან ლამინატს ხშირად ძვირადღირებული ხის იატაკის გარეგნობა აქვს. თუმცა არსებობს რამდენიმე ძირითადი თვისება, რომელთა დახმარებითაც ამ ორ პროდუქტს შორის განსხვავებას მარტივად დაინახავთ.

პარკეტი თუ ლამინატი-როგორ გავაკეთოთ არჩევანი

პარკეტი იატაკის ის სახეობაა, რომელიც ნამდვილი ხისგან მზადდება. მისი ყველა ფენა ბუნებრივი მასალისგანაა შექმნილი და მყუდრო ატმოსფეროს ქმნის.

პარკეტი თუ ლამინატი-როგორ გავაკეთოთ არჩევანი

ერთ-ერთი მთავარი ნიშანი, რის გამოც მომხმარებლები ხშირად ლამინატზე აკეთებენ არჩევანს,  ის არის, რომ ლამინატის მოვლა ბევრად უფრო მარტივია. პარკეტის იატაკი დაახლოებით ორ წელიწადში ერთხელ, სპეციალური ზეთის დახმარებით იწმინდება, ხოლო ლამინატის გასუფთავება ყოველდღიურ ცხოვრებაშიც საკმაოდ მარტივად, სველი ქსოვილის საშუალებით ხდება.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ ლამინატი უფრო კარგად ატარებს სითბოს და მათთვის, ვისაც სახლში იატაკქვეშა გათბობის სისტემა აქვს, ლამინატის გამოყენება უფრო ეფექტურია.

პარკეტი თუ ლამინატი-როგორ გავაკეთოთ არჩევანი

მიუხედავად იმისა, რომ ეს ორი იატაკის საფარი ერთმანეთს ძალიან ჰგავს, პარკეტს უფრო მეტი ყურადღება და გაფრთხილება სჭირდება. მზის სხივებმა შეიძლება გამოიწვიოს მისი დაზიანება, ფერის დაკარგვა ან გამუქება, რის შედეგადაც იატაკის მთლიანად გამოცვლა დაგჭირდებათ. პარკეტისგან განსხვავებით, ლამინატი ნებისმიერი სახის სინათლეს ერთნაირად უმკლავდება და სპეციალური გარემო-პირობები არ სჭირდება.

პარკეტი თუ ლამინატი-როგორ გავაკეთოთ არჩევანი

ფასი ის გადამწყვეტი საკითხია, რის გამოც ადამიანები ლამინატზე აკეთებენ არჩევანს. პარკეტი არა მხოლოდ უფრო ძვირი ღირს, არამედ მისი დაზიანების შემთხვევაში, შეცვლა ან გაწმენდაც საკმაოდ ძვირი დაგიჯდებათ. რაც შეეხება ლამინატს, მას საკმაოდ ხელმისაწვდომი ფასი აქვს და ნებისმიერი ბიუჯეტის მქონე მომხმარებელზეა გათვლილი.

პარკეტი უკეთესი არჩევანია მათთვისაც, ვისაც რაიმე სახის ალერგია აწუხებს, რადგან იატაკის საფარის ზოგიერთი სახეობა ალერგიული მასალისაგან მზადდება, პარკეტი კი სრულიად ანტიალერგიული მასალით მზადდება.

პარკეტი თუ ლამინატი-როგორ გავაკეთოთ არჩევანი

 

შეჯამების სახით, მანამ, სანამ ამ ორ იატაკის საფარს შორის არჩევანს გააკეთებდეთ, განსაზღვრეთ, რა არის თქვენთვის პრიორიტეტული, გაითვალისწინეთ სახლში არსებული გათბობის სისტემა, მდებარეობა, ბიუჯეტი და სხვა ფაქტორები, რაც არჩევანის გაკეთებას გაგიადვილებთ.

#drpkhakadze #gochadze 

author avatar
Lizi Grigolava
  Transavia France საქართველოს ავიაბაზარზე შემოვიდა — თბილისი–პარიზის რეგულარული ფრენები დაიწყო
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი

LIVE