საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ქართული თავისუფალი მედიის წინააღმდეგ ევროპარლამენტის გადაწყვეტილებას მედიასთან გამოეხმაურა.
მისი თქმით, ახლა ცხადი გახდა, თურმე რა ყოფილა ევროპარლამენტის წესები და აღნიშნა, რომ იფიქრებენ, საქართველოს პარლამენტში იგივე წესები გავრცელდეს თუ არა.
„უნდა მიხვდეთ რა ფარისევლობა არის ევროპარლამენტში, რა ფარისევლობა არის ბრიუსელში, რა ფარისევლები სხედან ევროკავშირის საელჩოში, რომლებიც აკრიტიკებდნენ საქართველოს პარლამენტს და თავდასხმის ობიექტი იყო იმის გამო, რომ შეეცადა მედიის ელემენტარული წესები ყოფილიყო პარლამენტში, რომელიც როგორც აღმოჩნდა, ათჯერ უფრო მსუბუქია, ვიდრე ევროპარლამენტში იყო.
როგორ ბედავდა ეს ხალხი საქართველოს პარლამენტზე თავდასხმას?! სად არიან მედია ომბუდსმენები, საიები, ეთიკის ქარტიები, სად არიან დღეს?!
ახლა გამოჩნდა, რომ ეს „ენჯეოები“ იყვნენ დაქირავებული ბრიუსელის მიერ იმისთვის, რომ თავს დასხმოდნენ საქართველოს პარლამენტს. ფულს იღებდნენ იმაში, რომ ყალბი ბრალდებები წამოეყენებინათ. დღეს ხმას არ ამოიღებენ და იცით რატომ?! ვინც მათ კვებავს და ფულს აძლევს, იმის წინააღმდეგ ხმას არ ამოიღებენ“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
ევროპარლამენტმა ტელეკომპანია „იმედს” საქმიანობა 1 წლით აუკრძალა.
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2026). პაპუაშვილი: უნდა მიხვდეთ, რა ფარისევლობა არის ევროპარლამენტში – საქართველოს პარლამენტს თავს ესხმოდნენ იმის გამო, რომ შეეცადა მედიის ელემენტარული წესები ყოფილიყო, რომელიც როგორც აღმოჩნდა, ათჯერ უფრო მსუბუქია, ვიდრე ევროპარლამენტში. 14 მაისი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/პაპუაშვილი-უნდა-მიხვდეთ/
ვაკანსიები — იპოვეთ ახალი შესაძლებლობა
განცხადებები Sheni ვაკანსიიდან. პირობები და განაცხადის ვადა გადაამოწმეთ ორიგინალ გვერდზე.
ბათუმი · სხვა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterთბილისი · მარკეტინგი / PR
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterთბილისი · სხვა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterთბილისი · სხვა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterთბილისი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterთბილისი · სხვა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterგანახლებულია: 2026-11-16T22:22:20+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.
