სამშაბათი, იანვარი 21, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიმსოფლიოპანამის პრეზიდენტი ხოსე რაულ მულინო - პანამის არხი იყო და დარჩება პანამის

პანამის პრეზიდენტი ხოსე რაულ მულინო – პანამის არხი იყო და დარჩება პანამის

პანამის პრეზიდენტი ხოსე რაულ მულინო აცხადებს, რომ პანამის არხი იყო და დარჩება პანამის. ამის შესახებ ნათქვამია პანამის პრეზიდენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელიც მან „პანამის რესპუბლიკისა და მისი ხალხის სახელით“ გაავრცელა.

„არხი არის და დარჩება პანამის, მისი ადმინისტრირება დარჩება პანამის კონტროლის ქვეშ მისი მუდმივი ნეიტარალიტეტის პატივისცემით“, – ნათქვამია მულინოს განცხადებაში.

პანამის არხზე კონტროლის აღდგენის შესახებ დონალდ ტრამპმა თავის საინაუგურაციო სიტყვაში ისაუბრა.

„ჩინეთი ახორციელებს პანამის არხის ოპერირებას და ჩვენ ის ჩინეთისთვის არ გადაგვიცია, ჩვენ ის გადავეცით პანამას და ჩვენ მას უკან დავიბრუნებთ“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

პანამის პრეზიდენტის განცხადებით, მსოფლიოში არცერთი ქვეყანა არ ერევა პანამის ადმინისტრაციაში. ის ასევე შეეწინააღმდეგა იდეას, რომ აშშ-მა არხი პანამას გადასცა.

„არხი არ ყოფილა ვინმეს დათმობა. ეს იყო თაობების ბრძოლის შედეგი, რომლის კულმინაცია გახდა 1999 წელს ტორიხო-კარტერის ხელშეკრულების ნაყოფი. მას შემდეგ დღემდე, 25 წლის განმავლობაში ჩვენ ვმართავდით და ვაფართოებდით მას შეუფერხებლად პასუხისმგებლობით, რათა გვემსახურა მსოფლიოსთვის და გლობალური ვაჭრობისთვის, მათ შორის აშშ-ისთვის“, – აღნიშნა პანამის პრეზიდენტმა.

პანამის ლიდერის თქმით, დიალოგი ყოველთვის არის აღიშნული საკითხების გარკვევის შესაძლებლობა პანამის უფლებების, სუვერენიტეტისა და არხის საკუთრების შელახვის გარეშე.

პანამის ტერიტორიაზე მდებარე არხი ერთმანეთთან აკავშირებს წყნარ და ატლანტის ოკეანეებს. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა 82 კილომეტრის სიგრძის პანამის არხი 1900-იანი წლების დასაწყისში ააგო კომერციული და სამხედრო გემების ტრანზიტის გასაადვილებლად. 1999 წლის 31 დეკემბერს კონტროლი პანამის არხზე პანამას გადაეცა პრეზიდენტ ჯიმი კარტერის მიერ 1977 წელს ხელმოწერილი ხელშეკრულების საფუძველზე.

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი პოსტები
საუკეთესო აქტივობები ლიხტენშტაინში

საუკეთესო აქტივობები ლიხტენშტაინში

20 January, 2025
გადანერგვის შემდეგ მიღებული ახალი ცხოვრება: გულში დამალული მეხსიერება

გადანერგვის შემდეგ მიღებული ახალი ცხოვრება: გულში დამალული მეხსიერება

იანვარი 21, 2025
3 ნათელი და საინტერესო ფერი საძინებლის დიზაინისთვის

3 ნათელი და საინტერესო ფერი საძინებლის დიზაინისთვის

იანვარი 20, 2025
თოვა და -7 გრადუსი ყინვა – 20 იანვარს მოსალოდნელი ამინდი ქალაქების მიხედვით

თოვა და -7 გრადუსი ყინვა – 20 იანვარს მოსალოდნელი ამინდი ქალაქების მიხედვით

იანვარი 20, 2025
გერმანელ ახალგაზრდებს ყველაზე მეტად ომის ეშინიათ. ახალი კვლევა

გერმანელ ახალგაზრდებს ყველაზე მეტად ომის ეშინიათ. ახალი კვლევა

13 იანვარი 2025
თოვა და -7 გრადუსი ყინვა – 20 იანვარს მოსალოდნელი ამინდი ქალაქების მიხედვით

თოვა და -7 გრადუსი ყინვა – 20 იანვარს მოსალოდნელი ამინდი ქალაქების მიხედვით

იანვარი 20, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
როგორ შევინახოთ ხიზილალა, უკვე გახსნილ ქილაში

როგორ შევინახოთ ხიზილალა, უკვე გახსნილ ქილაში

იანვარი 20, 2025
როგორ მოვუაროთ მშრალ კანს სახლის პირობებში

როგორ მოვუაროთ მშრალ კანს სახლის პირობებში

იანვარი 21, 2025
რა მჭირდება საზღვარგარეთ ცხოვრებისთვის: მთავარი მოთხოვნები და რჩევები

რა მჭირდება საზღვარგარეთ ცხოვრებისთვის: მთავარი მოთხოვნები და რჩევები

20 იანვარი 2025
მცხეთიდან ავჭალისკენ 3.4-კილომეტრიანი გვირაბის გაყვანა იგეგმება — თბილისის შემოვლითი გზის პროექტი

მცხეთიდან ავჭალისკენ 3.4-კილომეტრიანი გვირაბის გაყვანა იგეგმება — თბილისის შემოვლითი გზის პროექტი

იანვარი 19, 2025
Tik-Tok-მა აშშ-ში მუშაობა შეწყვიტა — რას ნიშნავს ეს 170 მილიონი მომხმარებლისთვის

Tik-Tok-მა აშშ-ში მუშაობა შეწყვიტა — რას ნიშნავს ეს 170 მილიონი მომხმარებლისთვის

იანვარი 19, 2025
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი