შაბათი, სექტემბერი 6, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიმსოფლიოპალესტინის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე ისრაელის სამხედრო ოპერაციისას ათი...

პალესტინის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე ისრაელის სამხედრო ოპერაციისას ათი ადამიანი დაიღუპა, 30-ზე მეტი კი დაშავდა

ათი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა ისრაელის სამხედრო ოპერაციის დროს მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე. ინფორმაციას ამის შესახებ არაბული მედია ავრცელებს.

პალესტინის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ისრაელის უსაფრთხოების ძალებმა ჯენინში ცეცხლი გაუხსნეს მშვიდობიან მოქალაქეებს და პალესტინის ადმინისტრაციის უსაფროების სტრუქტურის თანამშრომლებს. ჯენინის რეგიონის ხელმძღვანელი, კამალ აბუ ალ-რუბის განცხადებით, ისრაელის ქმედება არის შეჭრა.

პალესტინის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ჯენინში ისრაელის ვერტმფრენები და სამხედრო ავტომობილები გამოჩნდა.

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელის ძალების ოპერაცია დასავლეთ ნაპირის ქალაქ ჯენინში არის კიდევ ერთი ნაბიჯი უსაფრთხოების განმტკიცებისთვის. როგორც ისრაელის მედია წერს, ოპერაცია, რომელსაც „რკინის კედელი“ უწოდეს, სავარაუდოდ რამდენიმე დღე გაგრძელდება.

  დამასკოში ბერძნულ მართლმადიდებლურ ეკლესიაში ტერაქტს სულ მცირე 20 ადამიანი ემსხვერპლა
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი