დედოფლისწყაროში მდებარე არწივის ხეობის ტერიტორია “ქართული ოცნების” ყოფილმა მაღალჩინოსანმა ნინო კობახიძემ სახელმწიფოს დაუბრუნა. კობახიძე ინფორმაციას “ტვ პირველთან” დაადასტურა და განუცხადა, რომ “ჩამომართვეს კი არა, მე თვითონ დავაბრუნე. დავაბრუნე იმიტომ, რომ აღარ იყო საინტერესო საინვესტიციოდ”.
კობახიძემ არწივის ხეობაში მდებარე 5 413 კვადრატული მეტრი 2020 წელს სიმბოლურ ფასად – კვადრატული 2 ლარი 67 თეთრი – შეიძინა. ეს უნიკალური კომპლექსი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში მდებარეობს და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების ნაწილია.
ხეობა გამოირჩევა უჩვეულო ბუნებრივი მდგომარეობით – აქ გვხვდება კირქვიანი კლდეების კანიონი, ხორნაბუჯის ციხე-სიმაგრე, საქართველოს ლოკალური ენდემური სახეობები და იშვიათი ფრინველების თითქმის 60 სახეობა. არწივის ხეობა ითვლება ფრინველებზე დაკვირვების იდეალურ ადგილად.
სრული ინფორმაცია: Ambebi.ge
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2026). ოცნების ექსჩინოსანმა არწივის ხეობა სახელმწიფოს დაუბრუნა. 3 ნოემბერი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/ოცნების-ექსჩინოსანმა-არწ/
