კვირა, აპრილი 19, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოება„ოქროს თაღები ერისთავზე“ - მაკდონალდსის 27-ე ახალი რესტორანი დიდუბეში - თანამედროვე სერვისებით,...

„ოქროს თაღები ერისთავზე“ – მაკდონალდსის 27-ე ახალი რესტორანი დიდუბეში – თანამედროვე სერვისებით, გამორჩეული მახასიათებლებით და ტრადიციული ღიმილით

თბილისის რუქაზე კიდევ ერთი განათებული M გამოჩნდა – “მაკდონალდსის” ახალი 27-ე რესტორანი საქართველოში და რიგით მე-20 დედაქალაქში, დიდუბეში, თორნიკე ერისთავის 25 ნომერშიც გვიმასპინძლებს.

დიდუბის მეტროდან ხუთი წუთის სავალ გზაზე, თბილისის ერთ-ერთი გამორჩეული რეკრეაციული ზონის სიახლოვეს, კიკვიძის ბაღთან, უკვე კარგად ნაცნობი ოქროს თაღები იშლება, სადაც ყველასთვის არის ადგილი. დიდუბის აჩქარებულ რითმს, მაკდონალდსის ახალი რესტორანი თანამედროვე სერვისებით, გამორჩეული მახასიათებლებით და ტრადიციული ღიმილით პასუხობს.

“მაკდონალდსში” ყველაფერი იწყება ღიმილით, თბილი დახვედრით და მაღალი სტანდარტის მომსახურებით, რაც ამერიკული ბრენდის, მსოფლიო მასშტაბით დამკვიდრებულ ხარისხს გულისხმობს.

თბილისში, რიგით მე-20 რესტორანში ერთიანდება თანამედროვე ტექნოლოგიური ინოვაციები და მომხმარებელზე ორიენტირებული კომფორტი. 210 სტუმარზე გათვლილი სივრცე შექმნილია იმისთვის, რომ ყველა ასაკის სტუმარმა, თავი კომფორტულად და სასიამოვნოდ იგრძნოს.

 

 

კომფორტთან ერთად, მნიშვნელოვანია, დროის მართვა და მისი სწორი გამოყენება, “მაკდონალდსის” ახალ რესტორანში ამაზეც იზრუნეს. დროის და მომხმარებლის მოთხოვნის საპასუხოდ, სტუმრებს დახვდებათ განახლებული IT ინფრასტრუქტურა, რაც გულისხმობს სტაბილურ და სწრაფ Wi-Fi-ს, გამარტივებულ შეკვეთის პროცესს, რომელიც ქმნის პერსონალიზებულ გამოცდილებას მომხმარებლისთვის – იქნება ეს აპლიკაციის მეშვეობით გაკეთებული წინასწარი შეკვეთა, თუ ციფრული ეკრანიდან მარტივად შერჩეული მენიუ.

და როცა ტექნოლოგიებს და მომსახურების მაღალ ხარისხს ვახსენებთ, იქვე ვგულისხმობთ, “მაკდონალდსის” თანამშრომელს, ქეთოს, რომელსაც უკვე დიდი გამოცდილება აქვს, როგორ გაახალისოს მომხმარებელი თავისი საუბრით და როგორ ასიამოვნოს, შეკვეთის მაგიდასთან მიტანით. ერისთავის მაკდონალდსში, სტუმრებს ქეთოც დახვდებათ.

მაკდონალდსის ყველა ახალი რესტორანი გარემოსთან სრულად ინტეგრირებულია, ჩვენთვის მხოლოდ რაოდენობრივი ზრდა მნიშვნელოვანი არ არის, მაკდონალდსის მთავარი ფილოსოფიაა, მომხმარებლის კომფორტი და მათ მოთხოვნებზე მორგებული გარემო, სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, ახალი მაკდონალდსი ყოფილიყო კიკვიძის ბაღთან ახლოს, მაკდონალდსი ხომ ოჯახების თავშეყრის ადგილია, ამიტომ ვიფიქრეთ, ახალი რესტორნის და კიდევ ერთი ოქროს თაღების ერისთავის ქუჩაზე გამოჩენა, გაახარებდა ჩვენს მომხმარებლებს. გარდა ამისა, მაკდონალდსის სტუმრებისთვის კომფორტის შექმნას გამოვხატავთ, ჩვენი მწვანე ინიციატივებითა და ტექნოლოგიური განვითარებით. მრავალი წელია მწვანე მიმართულებით ბევრი ინიციატივა განვახორციელეთ, რასაც ახალი რესტორნების დამატებით, კიდევ უფრო აქტიურად განვაგრძობთ. სწორედ ამის მაგალითია, ერისთავის ახალი რესტორანიც. მისი ინტერიერი და დიზაინი განსხვავებული და პრემიალურია, ხოლო რესტორნის გარე ტერიტორიაზე დამონტაჟებულია მწვანე კედელი, რომელიც ბუნებრივი, ცოცხალი მცენარეებით დამზადდა და დეკორატიული დანიშნულების გარდა, მას ეკოლოგიური ფუნქციაც აქვს, აუმჯობესებს ჰაერის ხარისხს და გარემოს ტენიანობის ბალანსს უნარჩუნებს. ასევე მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ამ წარმატების უკან 20-მდე პარტნიორი კომპანია დგას. მათთან ერთად იქმნება ახალი, თანამედროვე, ეკო სტანდარტებით აღჭურვილი ოჯახური თავშეყრის ადგილები მაკდონალდსის ერთგული მომხმარებლებისთვის” – ამბობს ელენე ბაღათურია, “მაკდონალდს საქართველოს” მარკეტინგის ხელმძღვანელი.

  თბილისი ციფრული მომთაბარეებისთვის მსოფლიოს საუკეთესო ქალაქად დასახელდა — Enjoy Travel

„მაკდონალდსი“ საქართველოში უკვე 26 წელია ოპერირებს და ამ ხნის განმავლობაში მუდმივად ავითარებს სერვისებსა და ტექნოლოგიებს. ბრენდი ყოველთვის მოწინავეა ინოვაციების დანერგვისას და ქმნის გამოცდილებას, რომელიც ერგება თანამედროვე მომხმარებლის მოთხოვნებს, სწორედ ამის პასუხია, მობილური შეკვეთის და გადახდის ფუნქცია, რომელიც მომხმარებელს შეუძლია “მაკდონალდსის” მობილური აპლიკაციიდან განახორციელოს.

და კიდევ ერთი – მაგიდაზე განთავსებული ნომრის მეშვეობით, მომხმარებელს შეუძლია მაგიდის დატოვებისა და თვითმომსახურების კიოსკებთან რიგში დგომის გარეშე განათავსოს შეკვეთა, ამავდროულად, ისარგებლოს მაგიდაზე განთავსებული უკონტაქტო სმარტფონის დასამუხტი სადგურებით.

მათ, ვისაც მაკდონალდსში გასეირნება დილის საათებში უყვარს, ახალ რესტორანში McCafe-ს ზონას უნდა ესტუმროს, სადაც რამდენიმე წამში, სურნელოვანი ყავის მარცვლები დაიფქვება და McCafe-ს ბარისტა არომატულ ყავას ადგილზე დაგიმზადებთ, იქვეა დესერტები, რაც დილას კიდევ უფრო გემრიელს და სურნელოვანს ხდის.

მაკდონალდსი ცდილობს შექმნას გამორჩეული გამოცდილება მომხმარებლებისთვის, რაც მოიცავს როგორც ვიზუალურ, ისე ფუნქციურ ასპექტებს. მომხმარებელს ტერასა, სარეკრეაციო ზონა, შშმ პირებზე მორგებული ინფრასტრუქტურა, პარკინგი და ბავშვთა გასართობი ფლეილენდი დახვდება. ამასთან, სტუმრებს 24 საათის განმავლობაში უახლოესი ტექნოლოგიით აღჭურვილი მაკდრაივი მოემსახურება, ეფექტური და კომუნიკაციის გაუმჯობესებული სისტემით.

მაკდონალდსის სტუმრებმა იციან, რომ გარემოზე ზრუნვა მაკდონალდს საქართველოსთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, ამიტომ კომპანია მუდმივად ცდილობს, გადადგას მცირე და დიდი ნაბიჯები იმისთვის, რომ მაქსიმალურად ეკომეგობრული იყოს. ერისთავზე არსებული რესტორნის გარე ტერიტორიაზე დამონტაჟებულია მწვანე კედელი, რომელიც ბუნებრივი, ცოცხალი მცენარეებით დამზადდა და დეკორატიული დანიშნულების გარდა, მას ეკოლოგიური ფუნქციაც აქვს, აუმჯობესებს ჰაერის ხარისხს და გარემოს ტენიანობის ბალანსს უნარჩუნებს.

 

ერისთავის 25 ნომერში არსებულ რესტორანში ამ დროისთვის 76 ადამიანია დასაქმებული, თუმცა ციფრი ზრდადია. “მაკდონალდს საქართველო” ერთ-ერთი მსხვილი დამსაქმებელია, რომელიც დღეის მდგომარეობით, 2400-მდე ადამიანს ასაქმებს. გახსნის პირველი დღიდან დღემდე, “მაკდონალდსში” სამუშაო გამოცდილება 8000-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო.

ახალი რესტორნის ინვესტიცია 15 მლნ ლარს შეადგენს. ამ პროექტის განხორციელებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა რამდენიმე კომპანიამ, მათ შორის არიან ოსტატი, იმპოსტი მეპ, პროჯექტ გრუპი, ადვანტა კონსალტინგი, იო ვერდე, მაგნოლია, ტსს პროექტი და სხვები. “მაკდონალდს საქართველოს”, სხვადასხვა მიმართულებით, დღემდე 205 მილიონ ლარამდე ინვესტიცია აქვს განხორციელებული, კომპანიის ქვეყნის ბიუჯეტში შენატანი კი 240 მილიონ ლარს აღწევს.

გადმოწერე ჩვენი აპლიკაცია და შემოგვიერთდი შენის ეკოსისტემაში!i
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
Sheni – შენი სივრცე, შენი ხმა, შენი საქართველო.

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #აქხარისხია

  ბოლო 20 წელში მესამედ, ფოტოხაფანგმა საქართველოში ლეოპარდი დააფიქსირა
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.