პარასკევი, იანვარი 10, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისხვასპორტიომში დაღუპული სიმამრი და ულამაზესი მეუღლე: "სწო­რედ მის გამო მი­ა­ტო­ვა პირველი ცოლი"...

ომში დაღუპული სიმამრი და ულამაზესი მეუღლე: “სწო­რედ მის გამო მი­ა­ტო­ვა პირველი ცოლი” – მილიონად შეფასებული ქართველი ფეხბურთელის ცხოვრება

სპორტულ სამყაროში მნიშვნელოვანი წარმატების შემდეგ, საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების მიმართ ინტერესი კვლავაც დიდია. ამჯერად, ნაკრების ცენტრალურ მცველზედავით ხოჭოლავაზემოგიყვებით, რომელიც კოპენჰაგენში თამაშობს. სპორტსმენის ამჟამინდელი ღირებულება 1 მილიონი ევროა.

თბილისში დაბადებულმა ხოჭოლავამ კარიერა “საბურთალოში”, თავდამსხმელის რანგში დაიწყო, მოგვიანებით კი თამაში დაცვაში გააგრძელა.

2011 წელს ხოჭოლავა თბილისის დინამოში გადავიდა. ის ასევე თამაშობდა ფოთის კოლხეთში და ქობულეთის „შუქურაში.“

2015 წლის ზაფხულში კონტრაქტი ოდესის ჩორნომორეცთან გააფორმა და სასტარტო შემადგენლობის მუდმივი წევრი გახდა. 2017 წლის მარტში უკრაინის პრემიერლიგის სიმბოლურ ნაკრებში ითამაშა.

2017 წლის აპრილში დონეცკის “შახტარმა” დაადასტურა, რომ ხოჭოლავამ კლუბთან ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა, სადაც ბოლომდე თამაშობდა. 2021 წლის 6 ივლისს კი დანიის სუპერლიგის გუნდი F.C. კოპენჰაგენში ოთხწლიანი კონტრაქტით გადავიდა. ერთ თვეში კლუბის შემადგენლობაში თავისი გოლი გაიტანა. 2022 წლის 22 მაისს, კლუბთან ერთად მოიგო დანიის სუპერლიგა.

დავით ხოჭოლავას დებიუტი საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში 2017 წლის 23 იანვარს უზბეკეთთან ამხანაგურ მატჩში შედგა.

პირადი ცხოვრება

2020 წელს მაშინდელი დონეცკის “შახტარის” ფეხბურთელი “მის უკრაინის” კონკურსის ფინალისტზე იულია სიდორენკოზე დაქორწინდა. როგორც მაშინ ადგილობრივი მედია წერდა, უკრაინელი მოდელის გულისთვის დავით ხოჭოლავა პირველ მეუღლეს დაშორდა.

“სწორედ სიდორენკოს გამო მიატოვა ხოჭოლავამ მეუღლე, ყოფილი მოდელი ალინა, რომელზეც 2018 წლის მაისში იქორწინა”, – აღნიშნავდა გამოცემა.

პირველი ქორწილი სპორტსმენმა პარიზში გადაიხადა. ალინამ მეუღლის გვარი მიიღო და ალინა ხოჭოლავა გახდა. ასე იყო ის დარეგისტრირებული სოციალურ ქსელშიც, სადაც ქართველ ქმარს რომანტიკულ პოსტებს უძღვნიდა.

მეორე ქორწილი უკრაინაში შედგა. მეუღლის გვარზე გადავიდა იულიაც და ახლა ქალი იულია ხოჭოლავაა. ქორწილიდან რამდენიმე თვეში წყვილს პირველი შვილი, ალექსანდრე შეეძინა. ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ისინი უკვე მეორე შვილს ელოდებიან.

განაგრძეთ კითხვა

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი პოსტები
ხორვატიის 10 უდიდესი კუნძული

ხორვატიის 10 უდიდესი კუნძული

9 January, 2025
პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდარი

პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდარი

იანვარი 9, 2025
2025 წლის საახალწლო 6 ტრენდული დეტალი

2025 წლის საახალწლო 6 ტრენდული დეტალი

დეკემბერი 30, 2024
როგორ გაწმინდოთ რეცხვის გარეშე დუტი ისე, რომ არ დააზიანოთ

როგორ გაწმინდოთ რეცხვის გარეშე დუტი ისე, რომ არ დააზიანოთ

იანვარი 9, 2025
ეს, შესაძლოა, სიმსივნეზე მიანიშნებდეს – რომელი სიმპტომები არ უნდა დავტოვოთ უყურადღებოდ

ეს, შესაძლოა, სიმსივნეზე მიანიშნებდეს – რომელი სიმპტომები არ უნდა დავტოვოთ უყურადღებოდ

3 დეკემბერი 2024
ამ დღეს ,,კალანდას“ უწოდებენ – სად და როგორ აღნიშნავენ დღესასწაულს

ამ დღეს ,,კალანდას“ უწოდებენ – სად და როგორ აღნიშნავენ დღესასწაულს

იანვარი 9, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
რაში გამოიყენება ღუმელის ქვედა უჯრა

რაში გამოიყენება ღუმელის ქვედა უჯრა

იანვარი 8, 2025
3 ყველაზე მაღალშემოსავლიანი საახალწლო ფილმი

3 ყველაზე მაღალშემოსავლიანი საახალწლო ფილმი

იანვარი 8, 2025

სულ მცირე ხუთი ადამიანი დაიღუპა ლოს-ანჯელესში ხანძრების შედეგად

9 იანვარი 2025
თბილისი ევროპის საუკეთესო სითი ბრეიქების ჩამონათვალშია

თბილისი ევროპის საუკეთესო სითი ბრეიქების ჩამონათვალშია

იანვარი 8, 2025
საზღვარგარეთ ქართული ბარათებით ოპერაციები გაიზარდა – რა თანხას ხარჯავენ ქართველები უცხოეთში

საზღვარგარეთ ქართული ბარათებით ოპერაციები გაიზარდა – რა თანხას ხარჯავენ ქართველები უცხოეთში

იანვარი 8, 2025
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი