შაბათი, სექტემბერი 6, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიმსოფლიოოლაფ შოლცი აცხადებს, რომ გერმანია უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებს

ოლაფ შოლცი აცხადებს, რომ გერმანია უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებს

გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის განცხადებით, გერმანია უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებს. ამის შესახებ შოლცი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც კანცლერი აღნიშნავს, დიდი შვიდეულის ფარგლებში უკრაინა გერმანიისგან 50 მილიარდ ევროს მიიღებს სესხის სახით. შოლცის თქმით, გერმანია იყო და რჩება ქვეყნად, რომელიც ევროპის სახელმწიფოებს შორის უკრაინას ყველაზე დიდ დახმარებას უწევს.

„და ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენს მხარდაჭერას 50 მილიარდი ევროს სესხის სახით, რომელსაც დიდ შვიდეულთან ერთად ვიწყებთ. ეს უკრაინას მისცემს საშუალებას, შეიძინოს დიდი ოდენობის იარაღი“, – წერს კანცლერი სოციალურ ქსელში.

 

  სიცილიაზე, კერამიკულ ფილაზე პოეტ დათო მაღრაძის ლექსი - ROMA AMOR პოეტების ქუჩაზე, ქალაქის ისტორიულ ნაწილში ხარების ტაძრის კედელზე განთავსდა
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი