ოკუპირებულ ცხინვალში საქართველოს მოქალაქე ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს – არსებული ინფორმაციით, დაკავებულია სამოქალაქო აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი

ავტორი
1 წუთიანი წაკითხვა

ოკუპირებულ ცხინვალის ე.წ. გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქე ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს.

„გამომძიებლების ინფორმაციით, სამხრეთ ოსეთში მყოფმა საქართველოს მოქალაქემ შეაგროვა და გადასცა ინფორმაცია რესპუბლიკაში არსებული სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ობიექტების შესახებ, რითაც საფრთხე შეუქმნა ქვეყნის უსაფრთხოებას“, – ნათქვამია ე.წ. გენერალური პროკურატურის პრესსამსახურის განცხადებაში.

სისხლის სამართლის საქმე აღიძრა რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით („ჯაშუშობა“), რაც10-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„პირი, რომლის შესახებაც საუბრობენ, დაკავებულია და გამოძიება დანაშაულში მონაწილე სხვა პირების იდენტიფიცირებას ახდენს“, – აღნიშნულია განცხადებაში.

მედიის ინფორმაციით, დაკავებული სამოქალაქო აქტივისტი თამარ მეარაყიშვილია. გუშინ მან მეგობრებს უთხრა, რომ უცნობი პირები მის ბინაში აივნიდან შეიჭრნენ. ამის შემდეგ მეარაყიშვილთან კავშირი გაწყდა. გუშინ შუადღისას სამოქალაქო აქტივისტმა განაცხადა, რომ დღეიდან შიმშილობას დაწყებას გეგმავდა „ძალაუფლების თვითნებური გამოყენების, საჯარო სამსახურის შესახებ კანონის, შრომის კანონმდებლობისა და მისი უფლებების სრული უგულებელყოფის“ წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად. მეარაყიშვილი ერთ წელზე მეტია ახალი პასპორტის აღებას ვერ ახერხებს, რაც მას გადაადგილებასა და დასაქმებაში პრობლემებს უქმნის. მეარაყიშვილი მიიჩნევს, რომ ხელისუფლების ქმედებები სოციალურ მედიაში მის კრიტიკულ კომენტარებს უკავშირდება.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). ოკუპირებულ ცხინვალში საქართველოს მოქალაქე ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს – არსებული ინფორმაციით, დაკავებულია სამოქალაქო აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი. 23 დეკემბერი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/ოკუპირებულ-ცხინვალში-საქ/

ვაკანსიები — იპოვეთ ახალი შესაძლებლობა

განცხადებები Sheni ვაკანსიიდან. პირობები და განაცხადის ვადა გადაამოწმეთ ორიგინალ გვერდზე.

Operator onlayn chata na mezhdunarodnoy platforme

ბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: RabotaGo
Operator onlayn chata na mezhdunarodnoy platforme

საქართველო (მთელი ქვეყანა) · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: RabotaGo
Офис-менеджер

ბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
Администратор

ბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
მეტი ვაკანსია →

განახლებულია: 2026-11-26T14:41:48+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi