ოთხფეხა გმირი: ლეკვმა დედა და შვილი ხანძრის შესახებ გაფრთხილა

ავტორი
1 წუთიანი წაკითხვა

ამერიკის შეერთებულ შტატებში მომხდარი ამბავი სოციალური მედიის მომხმარებლების ყურადღების ცენტრში მოექცა — კანზასის შტატის ქალაქ ჰატჩინსონში ახალგაზრდა ლეკვმა პატრონი ოჯახი ხანძრისგან გადაარჩინა.

ადგილობრივი გამოცემა Ksn.com-ის ცნობით, ღამის საათებში სარან პოტერი ძილში იყო, როდესაც მისი ლეკვი უჩვეულოდ ხმამაღლა დაიყეფა და მის გარშემო ფართხალი დაიწყო. ცხოველი ძალზე შეშინებული ჩანდა. ქალი თავდაპირველად ფიქრობდა, რომ ვიღაც ახლობელი ეწვია, მაგრამ ოთახიდან გამოსვლის შემდეგ საშინელი სურათი დაინახა — სახლის ნახევარი უკვე ალში იყო, ხოლო ცეცხლი სწრაფად მიახლოვდებოდა იმ ოთახს, სადაც მისი პატარა შვილი ეძინა.

სარანმა წამის დაყოვნების გარეშე ბავშვი ხელში აიყვანა, ლეკვიც გამოიყვანა და ქუჩაში გავიდა, სადაც სახანძრო სამსახური გამოიძახა. ოჯახი უვნებლად გადაურჩა ინციდენტს.

ამ ამბავი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ძაღლები არა მხოლოდ ერთგული მეგობრები, არამედ ზოგჯერ ნამდვილი გადამრჩენელებიც შეიძლება გახდნენ. ოჯახის წევრები ლეკვს პატარა გმირად მოიხსენიებენ.

- Advertisement -
Ad imageAd image

Sheni Ambebi News

წყარო: primetime.ge

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2026). ოთხფეხა გმირი: ლეკვმა დედა და შვილი ხანძრის შესახებ გაფრთხილა. 30 სექტემბერი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/ოთხფეხა-გმირი-ლეკვმა-დედ/

  აღდგომა საქართველოში – კუთხური ტრადიციები, რომლებიც აუცილებლად უნდა იცოდე!
გაუზიარეთ ეს სტატია