ოთარ რომანოვ-ფარცხალაძეს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა. ადვოკატი მისი დაცვის ქვეშ მყოფის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვდა, თუმცა სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
პროკურორ ლევან ვეფხვაძის განცხადებით, სასამართლომ კანონიერი გადაწყვეტილება მიიღო და პატიმრობის გამოყენების ნაწილში ბრალდების მხარის შუამდგომლობა გაიზიარა.
„ამ ეტაპზე აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე 35 ტომისგან შედგება. ცალკე მოწმის ჩვენების ან ექსპერტის დასკვნის შეფასება არ ხდება. ყველა მტკიცებულება ერთობლიობაში უნდა შეფასდეს და ამ ყველა მტკიცებულების შეფასების საფუძველზე ჩვენ მივიჩნიეთ და გამოვიტანეთ ბრალის შესახებ დადგენილება, რომ ოთარ რომანოვ-ფარცხალაძის მიმართ არსებობს საკმარისი მტკიცებულებები. პროცედურა არის შემდეგი – პატიმრობის შეფარდების შემდეგ პირველ რიგში ცხადდება ძებნა ქვეყნის მასშტაბით და შემდეგ გამოცხადდება საერთაშორისო ძებნა“, – აღნიშნა პროკურორმა.
ფარცხალაძეს ბრალი ედება ლევან ჯანგველაძის შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზებაში.
გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi


