კონტრაცეპციაზე დღეს მალულად აღარავინ ლაპარაკობს – უკვე ყველამ იცის, რომ ის “დემოგრაფიის მტერი” კი არა, ოჯახის დაგეგმვის მეტად ეფექტური საშუალებაა. მიუხედავად ამისა, სათანადო ინფორმაციის უქონლობის გამო ბევრი თავს არიდებს კონტრაცეპტივების გამოყენებას. ამჟამად კონტრაცეპციული საშუალებების უზარმაზარი არჩევანია: ჩასახვის საწინააღმდეგო აბები, ბარიერული საშუალებები თუ სხვა.
დღევანდელ სტატიაში კონტრაცეფციის უძველეს მეთოდებზე გიამბობთ, რომლებსაც საუკუნეების წინ იყენებდნენ.
ძველ დროში ქალის ადრეულ ასაკში სიკვდილი, ხშირ შემთხვევაში, მშობიარობის გართულებასთან იყო დაკავშირებული. ამიტომაც საჭირო იყო ისეთი საშუალებების მონახვა, რაც ქალს არასასურველი ორსულობისგან დაიცავდა.
ძველი ეგვიპტე
პირველი სანდო ინფორმაცია პრეზერვატივის გამოყენების შესახებ ძველი ეგვიპტის ძეგლების გათხრების დროს აღმოაჩინეს. მას შინაური ცხოველების კანისა და ნაწლავებისგან ამზადებდნენ და წინდას წააგავდა. მათი დამზადება საკამად ძვირი ჯდებოდა, ამიტომაც ისინი მხოლოდ მდოდრებს ჰქონდათ. მათ ხელოსნები შეკვეთით ამზადებდნენ, იყო მრავალჯერადი გამოყენების.
რაც შეეხება ღარიბ ადამიანებს, ისინი სხვა უფრო იაფიან საშუალებებს იყენებდნენ, მაგალითად, ნიანგის განავალს. სექსის წინ ქალები გენიტალიებში რეპტილიის ფეკალიებს იზელდნენ. წებოვანი კონსისტენციის წყალობით, განავალს სპერმატოზოიდების ნაკადის შეკავება შეეძლო.
ანტიკური საბერძნეთი და რომი
იმის გამო, რომ ევროპაში ნიანგები არ იყო, ანტიკური საბერძნეთისა და რომის ქალებს ნიანგის განავლის ნაცვლად სპილოს ფეკალიების გამოყენება უწევდათ. მასში ბამბის ტამპონებს ურევდნენ. უფრო ღარიბი ქალები, ქიმიური ნაერთის მაგივრად, კედრის ზეთს ხმარობდნენ.
ყველაზე გავრცელებული კონტრაცეპტივები მაინც სხვადასხვა ნაყენები და ბალახეულობა გახლდათ. იმისთვის, რომ მუცლის მოშლა გამოეწვიათ, გოგონები ჭაობის პიტნის ნაყენს სვამდნენ. ეს საშუალება შველოდათ, მაგრამ ოდნავ არასწორ დოზირებას შეიძლება, მძიმედ მოეწამლა ადამიანი ან, სულაც, მოეკლა. წყარო
მასალის გამოყენების პირობები