ატრაქციონი შუაზე გადატყდა, როცა მასზე ადამიანები ისხდნენ

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

საუდის არაბეთში, ტაიფში ატრაქციონი შუაზე გადატყდა მაშინ, როდესაც მასზე ადამიანები ისხდნენ. ინციდენტი გასართობ პარკ „მწვანე მთაში“ მოხდა.

ატრაქციონს „360“, რომელიც ქანქარის პრინციპით მუშაობს და 180 გრადუსის კუთხით ქანაობს, საყრდენი გაუტყდა. ნაწილი, რომელიც სკამები იყო დამონტაჟებული სიმაღლიდან დაეცა, რა დროსაც რამდენიმე ადამიანი სავარძლიდან ამოვარდა. წინასწარი მონაცემებით, 23 ადამიანი დაშავდა, სამი მათგანი მძიმე მდგომარეობაშია.

მომხდარის მიზეზების დასადგენად დაწყებულია გამოძიება.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). ატრაქციონი შუაზე გადატყდა, როცა მასზე ადამიანები ისხდნენ. 31 ივლისი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/ატრაქციონი-შუაზე-გადატყდ/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi