სამშაბათი, აპრილი 22, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიFace-ამბები"ნიკა გვარამიას ვერც კი ვუსმენ, ვერ მიტანს, არც მე ვგიჟდები, მაგრამ თუ...

“ნიკა გვარამიას ვერც კი ვუსმენ, ვერ მიტანს, არც მე ვგიჟდები, მაგრამ თუ რამემ შემზარა და ჭკუიდან გადამიყვანა….” – რას წერს ნათია ფანჯიკიძე

ფსი­ქო­ლო­გი ნა­თია ფან­ჯი­კი­ძე ნიკა გვა­რა­მი­ას და­კა­ვე­ბის თე­მას სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ეხ­მა­უ­რე­ბა და წერს:

“ნიკა გვა­რა­მი­ას ვერც კი ვუს­მენ, ვერ მი­ტანს და ბუ­ნებ­რი­ვია, არც მე ვგიჟ­დე­ბი მას­ზე, პირ­ვე­ლად რომ და­ა­პა­ტიმ­რეს, არც გა­მოვ­ქო­მა­გე­ბი­ვარ, რად­გან რო­გორც მო­გახ­სე­ნეთ, ტკბი­ლი გრძნო­ბე­ბი არ მაქვს მის მი­მართ და არ მინ­დო­და, ყალ­ბად დიდსუ­ლო­ვა­ნი ტექ­სტე­ბი მე­წე­რა მა­შინ…

მაგ­რამ თუ რა­მემ შემ­ზა­რა და ჭკუ­ი­დან გა­და­მიყ­ვა­ნა ამ სის­ხლი­ა­ნი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში, პირ­ვე­ლი იყო კად­რი, ძირს დაგ­დე­ბუ­ლი ბავ­შვის თა­ვით რომ ფეხ­ბურთს თა­მა­შობ­და აბ­ჯა­რას­ხმუ­ლი სა­დის­ტე­ბის ხრო­ვა და ერთ-ერთი იყო გვა­რა­მი­ას და­პა­ტიმ­რე­ბის სცე­ნა, როცა ნა­ცემ, უგო­ნოდ მყოფ ადა­მი­ანს მი­ათ­რე­ვენ და შალ­ვა რა­მიშ­ვი­ლი აშუ­ქებს ამას და ბედ­ნი­ე­რი დას­ცი­ნის, ხორ­ხო­ცე­ბენ, რო­გორც მხი­ა­რულ გა­სარ­თობ­ზე, არა­და ადა­მი­ანს თავი ისე აქვს ჩა­მოგ­დე­ბუ­ლი, რომ იმ კად­რის მი­ხედ­ვით, იმ მო­მენ­ტში, ისიც არ ვი­ცით, რა სე­რი­ო­ზუ­ლო­ბის ტრავ­მაა, იქ­ნებ ცო­ცხა­ლიც კი არაა.

სამ­თავ­რო­ბო არხი კი გვა­მე­ცა­დი­ნებს ცო­ცხალ-მკვდა­რი ადა­მი­ა­ნის ხილ­ვით სი­ხა­რულ­ში!სა­ერ­თოდ რა­ტომ სცე­მეს, ისე­თი დევ­გმი­რია, ათი ჩას­კვნი­ლი კაცი ვერ და­ა­პა­ტიმ­რებ­და სხვა­ნა­ი­რად? უსამ­შობ­ლო­ბა სწო­რედ ერ­თმა­ნე­თის ასე­თი ხა­რის­ხის სი­ძულ­ვილს ნიშ­ნავს. სამ­შობ­ლო უპირ­ვე­ლე­სად ადა­მი­ა­ნე­ბია, თო­რემ ბუ­ნე­ბა ამ პლა­ნე­ტა­ზე ყველ­გან ლა­მა­ზია. არ გვე­ვა­ლე­ბა ყვე­ლას სიყ­ვა­რუ­ლი, მაგ­რამ გვეკ­რძა­ლე­ბა სი­ძულ­ვი­ლი” – და­წე­რა ფან­ჯი­კი­ძემ.

 

author avatar
SheniAmbebi.ge
#drpkhakadze
  ფონიჭალაში 2 ადამიანი დაჭრეს
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი