პარასკევი, ოქტომბერი 3, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიამინდინახეთ, ამინდის განახლებული პროგნოზი

ნახეთ, ამინდის განახლებული პროგნოზი

22 სექტემბერს მთელი სინოპტიკოსები მზიან ამინდს ვარაუდობენ ქუთაისში, სადაც დღისით +27 და ღამით +19 გრადუსია მოსალოდნელი.

ოზურგეთშიც უნალექო ამინდია. დღისით +29 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +17.

ბათუმშიც მზიან ამინდს ვარაუდობენ, დღისით ჰაერი +28 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +17 გრადუსი დაფიქსირდება.

ფოთში მზიან ამინდს ვარაუდობენ. დღისით +28 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +18 გრადუსია მოსალოდნელი.

ზუგდიდში დღისით ტემპერატურა +28, ღამით კი +16 გრადუსია ნავარაუდევი.

მზიანი დღეა სოხუმშიც. +27 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +17 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაშიც მზიან ამინდს ვარაუდობენ, დღისით +25 გრადუსი იქნება, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება.

ამბროლაურშიც უნალექო დღეა, ჰაერი +27 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება.

უნალექო ამინდია ჭიათურაში, დღისით +29 გრადუსი, ღამით კი +17 გრადუსი დაფიქსირდება.

ახალციხეში მზიანი დღეა. დღისით ჰაერი +24 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +7 გრადუსი იქნება.

ბორჯომში მზიანი ამინდია, +25 იქნება დღისით, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება.

უნალექო დღეა მოსალოდნელი ბაკურიანშიც, დღისით +20 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +3 გრადუსი დაფიქსირდება.

გორში მზიანი ამინდია მოსალოდნელი. დღისით +25 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +13 გრადუსი დაფიქსირდება.

უნალექო დღეა ცხინვალშიც, ჰაერის ტემპერატურა +24 გრადუსი იქნება, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. დღის განმავლობაში +15 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +6 გრადუსი იქნება.

ომალოში დღისით +16, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხში ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +24 გრადუსი იქნება, ღამით კი +14 გრადუსი დაფიქსირდება.

უნალექო დღე იქნება თელავშიც, +23 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +14 გრადუსია ნავარაუდევი.

მზიან ამინდს ვარაუდობენ გურჯაანშიც. დღისით +24 გრადუსი, ღამით კი +14 გრადუსი დაფიქსირდება.

სიღნაღში მზიანი დღეა მოსალოდნელი, დღისით +22 გრადუსი იქნება, ღამით +13 გრადუსი დაფიქსირდება.

რუსთავში დღისით +24 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება.

  ვუსამძიმრებ მამუკა ჩარკვიანის ოჯახს, მეგობრებს და ყველა იმ ადამიანს, ვისაც მისი შემოქმედება გულში აქვს

თბილისში მზიან ამინდს პროგნოზირებენ. ჰაერის ტემპერატურა დღისით +24 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +15 გრადუსი იქნება.

SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი