რა ასაკიდან და რა რაოდენობით ნაყინი არის რეკომენდებული ბავშვებისთვის?
ნაყინი – ეს მხიარულების, გართობისა და გარკვეულწილად ბავშვობის ასოციაციაა. მართალია, ნაყინი ძალიან ბევრ უფროსსაც არანაკლებად უყვარს, მაგრამ ის რაღაცნაირად მაინც ბავშვობის მოგონებებს უკავშირდება. აღსანიშნავია ისიც, რომ ბავშვების უმეტესობას იმდენი ნაყინის ჭამის უფლებას არ აძლევენ, რამდენიც საჭიროა. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, მოგვემზადებიან სტატია იმაზე, თუ რა ასაკიდან და რა რაოდენობით ნაყინია დასაშვები ყოველდღიურად და როგორია მისი სასარგებლო თვისებები.
მაშ ასე, პირველ რიგში გეტყვით, რომ ბავშვებისთვის ნაყინის მირთმევა რეკომენდებულია მხოლოდ მას შემდეგ, რაც მათი ორგანიზმი საკმარისად ადაპტირდება რძესა და შაქართან. პედიატრები გვირჩევენ, რომ ბავშვებს ნაყინი 2 წლის ასაკიდან შევთავაზოთ. ზომიერების დაცვა ნებისმიერ ასაკში აუცილებელია, თუმცა პატარა ასაკში ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
ბავშვმა ნაყინი შეიძლება ყოველდღიურად მიირთვას. დღეში 1-2 პატარა ბურთი, მაქსიმუმ 100 გრამი მათთვის სრულიად საკმარისია. პედიატრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რეკომენდაციაა, რომ ნაყინით არ მოხდეს სრულფასოვანი კვების, მაგალითად, სადილის ჩანაცვლება. ეს დესერტი პატარებს უნდა შესთავაზოთ მას შემდეგ, რაც დაბალანსებულ კვებას მიიღებენ.
თუ თქვენი შვილი ნაყინს ყოველდღიურად გთხოვთ, თავი დამნაშავედ ნამდვილად არ უნდა იგრძნოთ. სწორად შერჩეულ ხარისხიან პროდუქტს კვებითი ღირებულება აქვს და ის შეიძლება ბავშვის რაციონის ნაწილი გახდეს.
ნაყინი შეიცავს ისეთ სასარგებლო ვიტამინებსა და მინერალებს, როგორცაა კალციუმი და ვიტამინი D, რადგან მისი ძირითადი ინგრედიენტი რძეა. ისინი კი ძვლოვანი სისტემის განვითარებას უწყობენ ხელს.
იმ ბავშვებისთვის, რომლებიც ყოველდღიურად აქტიურები არიან და ბევრ ენერგიას ხარჯავენ, ენერგიის გემრიელი წყარო შეიძლება გახდეს ნაყინი.
#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #pitskhelauri #აქხარისხია
გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi