ხუთშაბათი, ნოემბერი 28, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოება„ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი, 65 წლის ასაკში თუ ასეთი ბედნიერი და ლამაზი ცხოვრება...

„ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი, 65 წლის ასაკში თუ ასეთი ბედნიერი და ლამაზი ცხოვრება მექნებოდა… ბევრს ნიშნავს, რომ დღეს ჩემ გვერდით საყვარელი ადამიანი არსებობს…“

ახლახან გია დავითიანმა 65 წლის იუბილე მეუღლის, ეკატერინე არჩვაძისა და ოჯახის წევრების, ასევე ახლობლებისა და კოლეგების წრეში ბროწეულაში აღნიშნა, სადაც სახელდახელოდ ვარსკვლავიც კი გაუხსნეს. ჟურნალ „სარკესთან“ „ალილოს“ წევრი თავის განვლილ ცხოვრებას აჯამებს:

„65 წელი ისეთი ასაკია, როდესაც ბევრი რამე გაქვს გამოვლილი, ბევრი რამ იცი, ცხოვრებისეული გამოცდილებაც დაგროვილი გაქვს. გიხარია, როდესაც ამდენ ხალხს უყვარხარ და პატივს გცემს. ჩემს დაბადების დღეზე ბევრი სიურპრიზი და სიხარული მივიღე. პირველ რიგში, ჩემმა მეუღლემ ისეთი ტორტი დამახვედრა, რომ მისი ვიზუალით გაოცებული დავრჩი. ტორტზე იყო მიკროფონიც, საქსოფონიც. სიურპრიზი იყო ჩემთვის ისიც, რომ დაბადების დღეზე ვარსკვლავი გამიხსნეს. ბროწეულაში კიდევ ერთი სურვილი ავიხდინე და პატარა სცენა გავაკეთე. სწორედ ამ სცენაზე გამიხსნეს ვარსკვლავი.

რა თქმა უნდა, წლებს თავისი გულისწყვეტაც მოაქვს… ცხოვრებაში სიყვარულსა და ბედნიერებასთან ერთად, სიმწარეც ბევრი მაქვს ნანახი, ამიტომ განსაკუთრებით ვუფრთხილდები ყველა ურთიერთობას, რომელიც მაბედნიერებს.

რამდენიმე წლის წინ ცხოვრებაში დიდ სიყვარულს შეხვდით და კიდევ ერთხელ შექმენით ოჯახი. როგორია დღეს ეს სიყვარული და ოჯახური იდილია?

ბევრს ნიშნავს, რომ დღეს ჩემ გვერდით საყვარელი ადამიანი არსებობს. ძალიან გამიმართლა ცხოვრებაში, რომ შევხვდი და გავიცანი ეკატერინე არჩვაძე. სწორედ ის იყო თავიდან ბოლომდე ჩართული ჩემი საიუბილეო საღამოს ორგანიზებაში. ყველა დეტალი საოცრად ჰქონდა გათვლილი, მუსიკალური პროგრამაც შესანიშნავად ჰქონდა აწყობილი. როდესაც ასეთი მზრუნველი მეუღლე გყავს გვერდით, ამაზე დიდი ბედნიერება რა არის? ამისთვის ძალიან დიდი მადლობა მას, ასევე ჩართულები იყვნენ ჩვენი შვილებიც.

ანუ დღეს თქვენს ცხოვრებაში ყველაზე ბედნიერი, მშვიდი და ჰარმონიული პერიოდია?

ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი, 65 წლის ასაკში თუ ასეთი ბედნიერი და ლამაზი ცხოვრება მექნებოდა. ღმერთს მადლობას ვწირავ ამისთვის ყოველთვის!..“

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი პოსტები
11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

25 November, 2024
ხელებსა და ფეხებში მგრძნობელობის დაკარგვა, რაც უნდა იცოდეთ – მნიშვნელოვანი სიმპტომები და რისკები

ხელებსა და ფეხებში მგრძნობელობის დაკარგვა, რაც უნდა იცოდეთ – მნიშვნელოვანი სიმპტომები და რისკები

ნოემბერი 27, 2024
3 იდეა როგორ გავაფორმოთ მაგიდა საახალწლოდ

3 იდეა როგორ გავაფორმოთ მაგიდა საახალწლოდ

ნოემბერი 27, 2024
თბილისში საახალწლო ღონისძიებები 13 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით გაიმართება

თბილისში საახალწლო ღონისძიებები 13 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით გაიმართება

ნოემბერი 27, 2024
როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

20 ნოემბერი 2024
იანვრიდან, სესხის აღების პირობები იცვლება – ნახეთ, დეტალები

იანვრიდან, სესხის აღების პირობები იცვლება – ნახეთ, დეტალები

ნოემბერი 27, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ხამანწკების იმპორტი ისტორიულ მაჩევნებელზეა

ხამანწკების იმპორტი ისტორიულ მაჩევნებელზეა

ნოემბერი 27, 2024
ინტერვიუ ცნობილ მევიოლინე ბელა მახარაძესთან, რომელიც 18 დეკემბერს საქართველოში საქველმოქმედო კონცერტს გამართავს

ინტერვიუ ცნობილ მევიოლინე ბელა მახარაძესთან, რომელიც 18 დეკემბერს საქართველოში საქველმოქმედო კონცერტს გამართავს

ნოემბერი 28, 2024
3 ქვეყანა, რომელიც ზამთარში ულამაზესია

3 ქვეყანა, რომელიც ზამთარში ულამაზესია

27 ნოემბერი 2024
საახალწლო განათებების მონტაჟი რუსთაველის გამზირზე —დროებითი საგზაო შეზღუდვები

საახალწლო განათებების მონტაჟი რუსთაველის გამზირზე —დროებითი საგზაო შეზღუდვები

ნოემბერი 27, 2024
Nexia Georgia 800 ოფისს შორის “წლის კომპანიად” დასახელდა

Nexia Georgia 800 ოფისს შორის “წლის კომპანიად” დასახელდა

ნოემბერი 27, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი