პარასკევი, ოქტომბერი 3, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისამართალინადირობის სეზონის დაწყებიდან მხოლოდ 20 დღეში, უკანონო ნადირობის 104 ფაქტი გამოავლინდა

ნადირობის სეზონის დაწყებიდან მხოლოდ 20 დღეში, უკანონო ნადირობის 104 ფაქტი გამოავლინდა

გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონის დაწყებიდან მხოლოდ 20 დღეში, უკანონო ნადირობის 104 ფაქტი გამოავლინდა. ინფორმაციას ამის შესახებ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.

უკანონო ნადირობის ყველაზე მეტი – 35 ფაქტი დაფიქსირდა იმერეთში; 31 სამართალდარღვევაა გამოვლენილი სამეგრელო-ზემო სვანეთში, 9 – შიდა ქართლში, 9 – ქვემო ქართლში, 5 – კახეთში, 5 – სამცხე-ჯავახეთში, ასევე 5 – გურიაში, 3 ფაქტი კი, მცხეთა-მთიანეთში დაფიქსირდა.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უკანონო ნადირობის 2 ფაქტი აღკვეთეს ქალაქ თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებშიც.

გამოვლენილი სამართალდარღვევებიდან 94 აკრძალული იარაღით ან მეთოდით ნადირობის ფაქტებია; 9 შემთხვევაში  სამართალდამრღვევები გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებლის გადახდის გარეშე ნადირობდნენ,  1 კი, ნადირობის წესების დარღვევის ფაქტია.  ბრაკონიერებმა უკანონოდ მოინადირეს 27 ერთეული მწყერი.

ნადირობის სეზონის დაწყებიდან 20 დღეში ამოღებულია 94 ერთეული ფრინველის მოსაზიდი ხელნაკეთი ხმოვანი სიგნალების გამომცემი ელექტრონული მოწყობილობა.

  წითელი ცირკულარით იძებნებოდა და მისჯილი აქვს უვადოდ თავისუფლების აღკვეთა - ინდოეთის მოქალაქე დააკავეს
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი