„მჯეროდა, რომ უპასუხოდ არ დამტოვებდით, ქალბატონო ეკატერინა. მე მხეცურად მომიკლეს უდანაშაულო შვილი“-შვილმოკლული დედა, ეკა კუპატაძე

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა
ეკატერინა ივანიშვილის მიმართვა შვილმოკლულ დედას, ეკა კუპატაძეს: მთელი გულით თანაგიგრძნობთ და ვიზიარებ თქვენს უმძიმეს ტრაგედიას. დარწმუნებული ვარ, შესაბამისი სახელმწიფო უწყებები საქმეს სრულყოფილად გამოიძიებენ. როგორც დედა-დედას, როგორც ქალი-ქალს, გისურვებთ სულიერ სიმტკიცეს, ძალას და სიმშვიდეს

შვილმოკლული დედა, ეკა კუპატაძე ეკატერინა ივანიშვილის განცხადებას ეხმიანება:

„მჯეროდა, რომ უპასუხოდ არ დამტოვებდით, ქალბატონო ეკატერინა.
მე მხეცურად მომიკლეს უდანაშაულო შვილი.
რომ არა ნია იმნაძე ან/და გიორგი მალანია, დღეს გიგა ავალიანი ცოცხალი იქნებოდა.
საქმეში უხვადაა პირდაპირი თუ ირიბი მტკიცებულებები, პროკურატურას აქვს სრული მზაობა, სამართლებრივი დევნის დაწყებისა და ვიმედოვნებ, ხელი არ შეეშლებათ თავიანთ უფლებამოსილებაში.
სიმართლე ცალსახაა, დარჩა მთავარი — სამართალი.
ბედნიერ დედად დაბერდით, ქალბატონო ეკატერინა.“ – წერს ეკა კუპატაძე

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2026). „მჯეროდა, რომ უპასუხოდ არ დამტოვებდით, ქალბატონო ეკატერინა. მე მხეცურად მომიკლეს უდანაშაულო შვილი“-შვილმოკლული დედა, ეკა კუპატაძე. 30 ივნისი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/მჯეროდა-რომ-უპასუხოდ-არ/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi