4 ოქტომბერს მარტვილში, სოფელ სალხინოში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. სწრაფად მოძრავი ავტომობილი ორსულ ქალს დაეჯახა. შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც 40 წლის ნანა ბასილაია ქუჩას კვეთდა.
- მძიმე მდგომარეობაში მყოფი ქალი ქუთაისის კლინიკაში გადაიყვანეს. დღეს მისმა ახლობლებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ კომაში მყოფი ქალბატონი გარდაიცვალა.
როგორც Ambebi.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მძღოლი დაკავებულია და მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
ტრაგიკულად დაღუპული ნანა ბასილაიას თანასოფლელი Ambebi.ge-ს უყვება, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა დილის საათებში მოხდა. ნახეთ სრულად
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2024). “მძღოლი ნასვამი ყოფილა… ნანა მასწავლებელია და სკოლიდან შინ ბრუნდებოდა, როცა მანქანა დიდი სისწრაფით გამოვარდნილა” – მარტვილის ტრაგედიის დეტალები. 10 ოქტომბერი, 2024. https://sheniekimi.ge/ambebi/მძღოლი-ნასვამი-ყოფილა-ნა/
