საფრანგეთის კულტურის სამინისტროს ცნობით, მძარცველებმა ლუვრიდან სამკაულები გაიტაცეს. როგორც საფრანგეთის კულტურის მინისტრმა რაჩიდა დატიმ ერთ-ერთ ფრანგულ ტელეკომპანიას განუცხადა, ერთ-ერთი მოპარული საგანი ლუვრის მახლობლად იპოვეს. მას არ დაუზუსტებია რა სამკაულზეა საუბარი.
ძარცვა მუზეუმში დღეს დილით მოხდა. მძარცველებმა აპოლონის გალერეაში შეაღწიეს, სადაც საფრანგეთის სამეფო სამკაულები ინახება. მათი უმეტესობა საფრანგეთის რევოლუციის დროს გაიყიდა ან დაიკარგა, დანარჩენი კი მუზეუმებში ინახებოდა.
პოლიცია დამნაშავეებს ამ დრომდე ეძებს.


