ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი მცხეთაში, თეატრონის მიმდებარედ, მდინარე არაგვის მარჯვენა სანაპიროზე მრავალფუნქციური პარკის პროექტირებას იწყებს.
შესაბამისი ხელშეკრულება კონკურსში გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდა, რომელშიც მომსახურების გაწევისა და სამუშაოების შესრულების საერთო ვადად 7 თვეა განსაზღვრული.
პროექტი, პარკის მოწყობასთან ერთად, მოიცავს თეატრონის რეაბილიტაციასაც.
მდინარისპირა ურბანული პარკი გააერთიანებს საბავშვო, სპორტულ, დასასვენებელ და საგანმანათლებლო სივრცეებს, საფეხმავლო და ველო ბილიკების ქსელს. ტერიტორიაზე ასევე განთავსდება ავტოსადგომი, რომელიც მოიცავს ელექტრო ავტომობილებისთვის განკუთვნილ სივრცეს. ასევე გათვალისწინებული იქნება ვიდეო მეთვალყურეობისა და უსაფრთხოების, გარე განათების და წყალმომარაგების სისტემების მოწყობა.


