1990-იანი წლები. საქართველო. ქვეყანა, რომელიც საბჭოთა კავშირის დაშლასთან ერთად, ქაოსსა და გაურკვევლობაშია. ეკონომიკური სიდუხჭირე, სამოქალაქო დაპირისპირება და კრიმინალის ზრდა ჩვეულებრივი მოვლენა იყო. ამ ფონზე, გააქტიურდა ბავშვებით ვაჭრობის სქემები, რომლებიც წლების განმავლობაში, ათასობით ოჯახს აყენებდა გამოუსწორებელ ტკივილს. ახალშობილების მოპარვა და მათი საზღვარგარეთ გაყიდვა, ხშირ შემთხვევაში, სამედიცინო პერსონალის მონაწილეობით ხდებოდა. მშობლებს სხვადასხვა მიზეზით ატყუებდნენ, მაგალითად, რომ მათი შვილი დაიბადა თანდაყოლილი პათოლოგიებით ან გარდაიცვალა. ზოგ შემთხვევაში, მათ ქილაში მოთავსებულ ნაყოფსაც კი უჩვენებდნენ, რითაც ყოველგვარ ეჭვს აქარწყლებდნენ.
ეს ისტორიები წლების განმავლობაში საიდუმლოებით იყო მოცული, თუმცა, სოციალური ქსელების განვითარებასთან ერთად, სიმართლის ძიება უფრო ხელმისაწვდომი გახდა. დღეს, ათასობით დაკარგული ბავშვი ეძებს ბიოლოგიურ ოჯახებს, ხოლო მშობლები, რომლებიც წლების განმავლობაში გლოვობდნენ “გარდაცვლილ“ შვილებს, იმედს არ კარგავენ. თამუნა მუსერიძე პირველი იყო, რომელმაც ჩვილების გაყიდვის მასშტაბური სქემა გაშიფრა და არაერთ საიდუმლოს ახადა ფარდა. თუმცა ისიც ფაქტია, რომ დანაშაულების ხანდაზმულობის გამო, დღემდე პასუხისგებაში არავინ მიუციათ. დამნაშავეების ნაწილი გარდაცვლილია ან არ არსებობენ მათ მიერ ჩადენილი დანაშაულის მოწმეები.
ერთ-ერთი ასეთი შემზარავი ისტორია 1989 წელს, ოზურგეთში მოხდა. ოჯახს უთხრეს, რომ ახალშობილი გოგონა გარდაიცვალა, თუმცა, წლების შემდეგ, გაირკვა, რომ ის გაყიდეს. 2025 წელს, გოგონამ ბიოლოგიურ ოჯახის მოძებნა შეძლოო, რაშიც გენეტიკური ტესტი და დაბადების მოწმობა დაეხმარა… განაგრძეთ კითხვა
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2025). მშობლებს უთხრეს, რომ გოგონა გარდაიცვალა, სინამდვილეში კი… – კიდევ ერთი სულისშემძვრელი ისტორია: როგორ იპოვა აშშ-ში გაშვილებულმა თინიკომ ქართველი მამა. 25 სექტემბერი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/მშობლებს-უთხრეს-რომ-გოგო/
ვაკანსიები — იპოვეთ ახალი შესაძლებლობა
განცხადებები Sheni ვაკანსიიდან. პირობები და განაცხადის ვადა გადაამოწმეთ ორიგინალ გვერდზე.
საქართველო (მთელი ქვეყანა) · სხვა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: CV.geსაქართველო (მთელი ქვეყანა) · სხვა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: CV.geბათუმი · სხვა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · მშენებლობა / ხელოსნობა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · ტრანსპორტი / ლოგისტიკა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · სხვა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterგანახლებულია: 2026-11-26T09:06:44+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.
