სამშაბათი, თებერვალი 3, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებამშობლებო გაფრთხილდით! ნემსი ნაყინში - მომხმარებელი ირწმუნება, რომ ბავშვისთვის შეძენილ პროდუქტში მეტალის...

მშობლებო გაფრთხილდით! ნემსი ნაყინში – მომხმარებელი ირწმუნება, რომ ბავშვისთვის შეძენილ პროდუქტში მეტალის ნაწილი აღმოაჩინა

„სასოწარკვეთილი მომხმარებლების ჯგუფში” სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებელი ნაყინში აღმოჩენილი მეტალის ნემსის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს და მშობლებს აფრთხილებს. 

„მშობლებო გაფრთხილდით!
ვინც მიცნობს კი იცის, რომ ტყუილად არაფერს დავწერ … აქამდე ჩემი შვილის საყვარელი ნაყინი თოლიას ნაყინი იყო , მაგრამ რაც გუშინ შოკოლადის გარსის ქვეშ ვიპოვეთ ამის შემდეგ სხვა ნაყინსაც ალბათ კარგა ხანს არ გავეკარებით!!!

მყარი მეტალის ,,ნემსი” დაგვხვდა სიურპრიზად!!!  წარმოდგენაც არ მინდა რა შეიძლება მოსვლოდა ბავშვს ამ ნემსის ჩაყლაპვის შემთხვევაში!!!

PS.არ დამიწყოთ ახლა ზამთარია და რატომ აჭმევ ნაყინს შვილსო და ასე შემდეგ
თოლიას გვერდს ვერ ვნიშნავ…თუ შეგიძლიათ ვინმემ მონიშნეთ კომენტარში…”,- წერს მომხმარებელი.

  სუხიშვილების ტრიუმფი კარნეგი ჰოლის სცენაზე | მთავარი სპონსორი - საქართველოს ბანი
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი